Digest Logo

🎥 „თქვენი დრო წასულია, არაფერი გამოგივათ. ჩვენით ნახვებს ნამდვილად ვერ დააგროვებთ“ - რატი მანდარია ოპოზიციურ ტელევიზიებს სასამართლოში უჩივის

1700037098

13 ნოემბერს, თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე 2 ადამიანი დაჭრეს.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდები ერთმანეთს დანებით დაუპირისპირდნენ. დაპირისპირებისას 2 ადამიანი დაიჭრა, ერთმა პირმა კი ფიზიკური დაზიანება მიიღო. დაჭრილები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

ამბავი ოპოზიციურმა ტელევიზიებმა ისე გააშუქა, თითქოს და ფაქტი „რატის ბარში“ მოხდა, რასაც თავად ბარის მეპატრონე უარყოფს და სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს, სადაც „მთავარ არხს“, „ტვ პირველს“ და „ფორმულას“ ტყუილში ამხელს.

შსს-ს ცნობით, მომხდარ ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი.

რა გახდა სისხლიანი გარჩევის მიზეზი უცნობია.

„მინდა გამოვეხმაურო იმ აბსურდულ და ტყუილებით სავსე სატელევიზიო სიუჟეტებს, რომლებიც ქართულმა ტელევიზიებმა ჩვენს შესახებ გაავრცელეს. ესენი არიან „მთავარი არხი“, „ტვ პირველი“ და „ფორმულა“. ბარათაშვილის ქუჩაზე ნამდვილად მოხდა ფაქტი, მაგრამ ეს არ იყო „რატის ბარში“. 

იცოდეთ, რომ ამ დეზინფორმაციისთვის, ცილისწამებისთვის და სახელის ვითომ გაფუჭებისთვის აუცილებლად შევხვდებით სასამართლოში“, - ამბობს „რატის ბარის“ მეპატრონე ვიდეომიმართვაში.