Digest Logo

🎥 ტრაგედია სენაკში - ახალგაზრდა ქალი საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაიცვალა

1666078130

სენაკში, კლინიკა „სენამედში“ ახლად ნამშობიარები ქალი გარდაიცვალა. მას საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მშობიარობიდან რამდენიმე საათში დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა, რის გამოც მეორე ოპერაცია გახდა საჭირო. ქირურგიული ჩარევის დროს პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა.

კლინიკის განმარტებით, ქალს გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადება ჰქონდა, რაც გართულების მიზეზი გახდა.