იტალიელების გული ლეგენდარულმა ფეხბურთელმა დიეგო მარადონამ რა თქმა უნდა „ნაპოლიში“ თამაშის დროს მოიგო და მათ კულტად იქცა. სწორედ ამიტომ ნეაპოლის ქუჩებში დღემდე ყველგან მის ფოტოებს შეხვდებით.
მაგრამ „ნაპოლის“ გულშემატკივრებმა მარადონას ნიჭსა და ოსტატურ თამაშს ახალგაზრდა გულანთებული, ფეხბურთზე უზომოდ შეყვარებული ფეხბურტთლის ხვიჩა კვარაცხელიას თამაში გაუთანაბრეს მას და ზედმეტ სახელად „კვარადონაც“ კი შეარქვეს.
ასე დაიბადა ახალი ლეგენდა ხვიჩა კვარაცხელია - ამომავალი ვარსკვლავი „კვარადონა“.
ხვიჩას გულშემატკივართა რიგებში, არც მეტი არც ნაკლები დიეგოს ვაჟი, დიეგო არმანდო მარადონა უმცროსიცაა, რომელიც ხვიჩას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებს.
„კურიერი PS-მა“ ექსკლუზიურად ჩაწერა ინტერვიუ მარადონას შვილთან, სადაც პირველად მოისმენთ რას ფიქრობს ლეგენდარული ფეხბურთელის შვილი ახალ ლეგენდაზე.
„მამა ძალიან იამაყებდა დღევანდელი „ნაპოლით“.
მახსოვს, როცა კვარა „ნაპოლიში“ გადმოდიოდა მის შესახებ რამდენიმე თვით ადრე შევიტყვე. ერთხელ სპალეტიმ ვახშამზე მითხრა, რომ უძლიერესი ქართველი ფეხბურთელი შეიძინეს და მალე ვნახავდით რამხელა ამბავს დაატრიალებდა.
მისი მხოლოდ ვიდეოები მქონდა ნანახი. პირველად კვარას თამაში კასტელ დი სანგროს შეკრებაზე ვნახე და ვთქვი ღმერთო ეს ვინ არის? უძლიერესია.
რაც მაშინ ვიფიქრე იყო ის, რომ ხვიჩა გადამწყვეტი ფეხბურთელი იქნებოდა. ასეც აღმოჩნდა.
ვფიქრობ, პერსპექტივაში მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი გახდება და თუ ასე გააგრძელებს სამეულში შევა.
მესი და რონალდო ისტორიას 25 წლის განმავლობაში წერდნენ. მომავალი მბაპე, ჰალანდი და კვარა იქნებიან.
საქართველოს დიდი სიამოვნებით ვეწვევი. თუ კვარა დამპატიჟებს, ხვალვე წამოვალ.“, - ამბობს მარადონას შვილი.
🔵 ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ჩემი შვილები მალავენ, რომ ჩემი შვილები არიან“ - მადონა კოიძე
🔵შორენა ბეგაშვილმა იმიჯი შეიცვალა - „გიხდება, მაგრამ შავზე მეტად არა“
🎥 შეუდარებელმა თიკა ფაცაციამ აშშ-ში ქართველი ემიგრანტებისთვის კონცერტი გამართა