ქართული სცენის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ვარსკვლავი, ნუცა ბუზალაძე, სოციალურ ქსელში თავის ყველაზე დასამახსოვრებელ ლუქს უბრუნდება, რომელიც „ევროვიზიის“ სცენაზე გამოსვლისას ეცვა - ორიგინალური ჩექმა.
მომღერალი ყოველთვის ცდილობს სცენაზე გაბედული, ეფექტური და სტილისტურად დახვეწილი გამოჩნდეს. როგორც იგი „ფეისბუკზე“ წერს სწორედ აღნიშნულ ჩექმას იყენებს ახალ კლიპშიც, რისი გადაღებები ჰოლივუდში ამჯერად მიმდინარეობს.
აქვე, ნუცა დასძენს, რომ ჩექმა იმდენად რთული მოსარგებია, რომ მისი ჩაცმა სამი ადამიანის ძალისხმევას მოითხოვს.
„ვის გახსოვთ ევროვიზიაზე ეს ჩექმა?
იცოდით, რომ 3 ადამიანი სჭირდება მის ჩაცმას?“,- წერს ნუცა ბუზალაძე.