Digest Logo

🎥 „ყოველთვის, როცა ვხედავ სოციალურად დაუცველებს, სულ ცუდად ვხდები... იმიტომ, რომ სოციალურად დაუცველი ვიყავი წლების განმავლობაში“ - რატომ ატირდა გიორგი გასვიანი?

1719220737

„მინდა ვახსოვდე ყველას ასე, რომ ეს ბიჭი, მაგალითად, სულ საუბრობდა აფხაზეთზე. ყოველთვის, როცა ვხედავ სოციალურად დაუცველებს, სულ ცუდად ვხდები... იმიტომ რომ სოციალურად დაუცველი ვიყავი წლების განმავლობაში“, - გადაცემა „სთორიში“ მსახიობმა და ტელეწამყვანმა გიორგი გასვიანმა აფხაზეთთან დაკავშირებული ემოციური ისტორიები გაიხსენა.

მისივე თქმით, აფხაზეთის დაცემამდე მან, წინასწარმეტყველური სიზმარი ნახა.

„მესიზმრა ზღვა, წითელი სისხლიანი და რამდენიმე დღეში დაეცა სოხუმი. ჭიათურა, აბაშა, ჩემი ბავშვობის მოგონებებია და მიყვარს ეს ხალხი დღემდე. როდესაც წამოვედით, დაგვხვდა აქაც ნაომარი თბილისი, საერთო საცხოვრებელში დავბინავდით. წამალი, საკვები, წიგნები სკოლისთვის ხომ იყო საჭირო და ნათესავები გვეხმარებოდნენ, დედა ჩავარდნილი იყო და მას მამა უვლიდა. მას მერე, რაც მედიაში დავიწყე მუშაობა, ყველა კითხვა აფხაზეთზე არის და ვფიქრობდი ბევრი ვისაუბრე ამაზე 5 წლის წინ, მაგრამ ახლა ვფიქრობ რომ სულ უნდა ვისაუბროთ ამაზე“,- ამბობს გიორგი გასვიანი.

ცნობისთვის, გიორგი წარმატებული მსახიობი და ტელეწამყვანია. ჰყავს მეუღლე მარიტა მელიქიშვილი და ვაჟი - გალაკტიონი.