ფსიქოლოგი ლიკა ცონდლერი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს, რასაც სამოტივაციო შინაარსი აქვს.
მისი თქმით, რაც უფრო მეტად რჩები სახლში, მით უფრო ნაკლები სურვილი გიჩნდება კეთების. შენ ფიქრობ, რომ ისვენებ, სინამდვილეში კი წყალს ატან ცხოვრებას.
ფსიქოლოგი ამბობს, რომ აქედან ერთადერთი გამოსავალი არსებობს:
„რაც უფრო მეტად რჩები სახლში, მით უფრო ნაკლებად გინდა გარეთ გასვლა. და რაც უფრო მეტად რჩები სახლში, მით უფრო ნაკლები სურვილი გიჩნდება კეთების. ფიქრობ, ისვენებ. რეალურად კი წყალს ატან ცხოვრებას.
ტვინი ნელდება, ფიქრები ჩქარდება. ნელ-ნელა გეკარგება სურვილი კეთების, ამას ფსიქოლოგიაში აქვს თავისი სახელი და ჰქვია რუმინაცია, რომლის დროსაც შენი მთავარი ფიქრები მიმართულია არა პრობლემის გადაჭრაზე, არამედ ფოკუსირებული ხარ უარყოფითი მოვლენის განვითარებისკენ და შედეგებისკენ.
იმდენს ფიქრობ, რომ აწმყოში დაღლილი ხარ, გიჭირს აქტიურობა, მოქმედება და არასასიამოვნო ხდება მზის შუქი. ამ ყველაფერში სამწუხარო ისაა, რომ რაც უფრო დიდხანს დარჩები ამ ჩარჩოში, მით უფრო გაგიჭირდება განგრევა.
შენ ზარმაცი კი არ ხარ, არამედ შენი გონება არის დაქანცული, გადამწვარი. არ შეგიძლია არაფრის კეთება.
გეტყვი სიმართლეს, რაც აქედან გამოსვლაში დაგეხმარება: არ არის აუცილებელი თავი კარგად იგრძნო იმისთვის, რომ გარეთ გახვიდე. შენ უნდა გახვიდე გარეთ იმისთვის, რომ თავი იგრძნო კარგად. გადი გარეთ, შეხედე მზეს, მოუსმინე ქარს. გადი გარეთ, რადგან ერთადერთი ეს დაგეხმარება კარგად გახდომაში“, - ამბობს ლიკა ცონდლერი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕საჯარო სკოლების მე-11 კლასი პროფილური გახდება