Digest Logo

ჩემი ხასიათის თვისებებიდან ვმალავ... ბლიც-ინტერვიუ დავით ლაბაძესთან

1601629078
დავით ლაბაძე

„დაიჯესტის“ ბლიც-ინტერვიუს მორიგი სტუმარია ცნობილი ქართველი ტელეწამყვანი და იუმორისტი დავით ლაბაძე:

მაღიზიანებს... ჩქარი ტემპი, ხმაური და სტრესული გარემო.

ვიცი... რაღაცები.

არ ვიცი... დანარჩენები.

ვიტყუები... ძალიან იშვიათად, ძირითადად მაშინ, როცა ვიღაც უნდა გავართო.

ჩემთვის იუმორი არის... ჩვეულებრივი ცხოვრება.

რომ არა ის, ვინც ვარ, დღეს ვიქნებოდი... ის ვინც ვარ დღეს.

ვიზიდავ... ნორმალურ ადამიანებს.

შემთხვევა, რომელმაც შემცვალა... ბევრი შემთხვევა მოხდა, რომელსაც უნდა შევეცვალე, მაგრამ ჯერ ვერავინ და ვერაფერმა შემცვალა.

ჩემი ხასიათის თვისებიდან ვმალავ... ჯერ ვერ მივაკვლიე, რისი დამალვაა საჭირო, ამიტომ ჯერჯერობით ვერაფერს ვერ ვმალავ.

ვოცნებობ... ხშირად.

ვგეგმავ... იშვიათად.

3 რამ, რაც წინა თაობას არ უნდა დავუჯეროთ თუ გვინდა, რომ ბედნიერი ვიყოთ... არავის არაფერი არ უნდა დაუჯერო. რაღაცაში რომ დარწმუნდები, მერე გადაწყვიტავ, რომ დამეჯერებინა კარგი იქნებოდაო, მაგრამ თავიდანვე არაფერი არ უნდა დაუჯერო.