Digest Logo

„კოსმოსური კარიბჭე იხსნება“: მიხეილ ცაგარელი საზოგადოებას 23 სექტემბრისთვის სპეციალურ რიტუალს უზიარებს

1789976124
მიხეილ ცაგარელი

ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის განცხადებით, წელიწადში სულ ოთხი განსაკუთრებული დღეა, როდესაც სამყაროში „პორტალი იხსნება“ და დედამიწაზე სასიკეთო ენერგიები შემოდის - ესენია ორი დღეღამტოლობა და ორი ბუნიობა.

ასტროლოგი აღნიშნავს, რომ შემოდგომა-ზამთრის ზონაში გადასვლისას აუცილებელია ლოცვა და მადლიერების გამოხატვა, 23 სექტემბერს კი საზოგადოებას სურვილების ჩამონათვალის შექმნას ურჩევს.

„აიღეთ ფურცელი და 23 რიცხვში ჩამოწერეთ სურვილები: მიუთითეთ სახელი, გვარი, თუ რით გინდათ მიაღწიოთ მიზნებს და განსაზღვრეთ კონკრეტული ვადა. ასე გააკეთა მსახიობმა ჯიმ ქერიმ, რომელმაც დაწერა, რომ 5 წლის შემდეგ 10 მილიონი სურდა. ზუსტად ხუთ წელში მან მიიღო როლი, სადაც სწორედ 10 მილიონი გამოიმუშავა. კოსმოსური კარიბჭე გაძლევთ საშუალებას ეს „ჩეკი განაღდდეს“, - აცხადებს ცაგარელი.

მისივე განმარტებით, ჩაწერილი სურვილების ფურცელი უნდა დაკეცოთ და საფულეში 21 დეკემბრამდე შეინახოთ, რის შემდეგაც შეგიძლიათ ის დაწვათ ან გადააგდოთ.