Digest Logo

ის რაც, არავინ იცის ჩემზე - ბლიც-ინტერვიუ გიგა უჩუვატოვთან

1602186190
ბლიც-ინტერვიუ გიგა უჩატოვთან

დაიჯესტისბლიც-ინტერვიუს მორიგი სტუმარია ცნობილი ქართველი ინფლუენსერი და ბლოგერ-შოუს წამყვანი გიგა უჩუვატოვი.

ბედნიერება არის... როცა ჩემი ოჯახი არის ჯანმრთელი, როცა ვიცი, რომ ხვალინდელი დღე დაკავებული მაქვს და როცა ვგრძნობ, რომ საყვარელ ადამიანს ვუყვარვარ.

ხმა, რომელიც მძულს და მაღიზიანებს...გაღიზიანებული ადამიანის ჩხუბი.

მშურს... არასოდეს მშურს არაფრის.

მაინტერესებს... სად ვიქნები 10 წელში.

მჯერა... რომ ვიქნები წარმატებული.

ვიზიდავ... ყველგან და ყოველთვის სტაბილურობას და სიმშვიდეს.

ბლოგერ შოუ ჩემთვის არის...შვილი.

ყველაზე აბეზარი შეკითხვა ადამიანებისგან... როდის დაიდება ბლოგერ შოუ.

სტერეოტიპი, რომელიც დავანგრიე...ის, რომ ბიჭსაც შეიძლება ეცვას ქალური სამოსი.

ის რაც, არავინ იცის ჩემზე... რომ მაქვს ფრენის შიში.

3 რამ, რაც წინა თაობას არ უნდა დავუჯეროთ თუ გვინდა, რომ ბედნიერი ვიყოთ... ვფიქრობ, უფროსი თაობისგან ბევრს ვსწავლობთ, მაგრამ არ უნდა დავუჯეროთ, რომ:

  • მოკლე კაბის ჩაცმა მეძავობასთან ასოცირდება
  • თუ დღეში ხუთჯერ არ შეჭამ, მშიერი იქნები
  • თუ ზამთარში თხლად ჩაიცმევ, გაცივდები

გიგა უჩატოვი ანუ... ადამიანი, რომელიც არის შრომისმოყვარე, ერთგული და ძლიერი.