Digest Logo

🎥 ურანის 7-წლიანი ციკლები: როგორ იცვლება ადამიანის ცხოვრება ეტაპობრივად?

1774608318
მიხეილ ცაგარელი

ასტროლოგიაში ერთ-ერთ ყველაზე გარდამტეხ პლანეტად მიჩნეული ურანი ადამიანის ცხოვრებაში ცვლილებებისა და განახლების სიმბოლოდ ითვლება. მისი ციკლური მოძრაობა, რომელიც დაახლოებით 7-წლიან ეტაპებად იყოფა, ხშირად უკავშირდება პიროვნული განვითარების მნიშვნელოვან გარდატეხებსა და ახალი ეტაპების დაწყებას.

აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „პოსტ ალიონი“ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა ისაუბრა:

„ასტროლოგია მხოლოდ ვარსკვლავების ყურება და პროგნოზების გაკეთება არ არის, მას ბევრი საინტერესო თემატიკა აქვს. 

არსებობს პლანეტა ურანი, რომელსაც მოაქვს თავისუფლება, დემოკრატიული პრინციპები, ეს არის რეფორმების, სიახლეების, მეგობრობის მმართველი. მას აქვს განვითარების 7-წლიანი ეტაპები. ყველა პლანეტას აქვს გარკვეული ბრუნი, 12 ზოდიაქოს ნიშანს ვინ რამდენ ხანში გაივლის. ურანს ამისთვის სჭირდება 7 წელი. ბოლო შვიდი წელი იგი იმყოფებოდა კუროში, ახლა 26 აპრილს 7 წლით გადავა ტყუპებში.

ამ პერიოდებში ის ადამიანებისგან გარკვეულ რაღაცებს ითხოვს. 

12 ზოდიაქოს ნიშანი ჩართულია 7-წლიანი ეტაპებით, ურანისეული ციკლი:

პირველი ეტაპი - დაიბადა ბავშვი, ახალი სიცოცხლე მოვიდა. პირველი შვიდი წელი ის ვერძია, არ აქვს მნიშვნელობა რომელი ზოდიაქოს ნიშანია, გადის ვერძის ეტაპს, ანუ ის ამბობს - მე და სამყარო! ყველაფერი უნდა ნახოს, შეეხოს, გააღოს, გახსნას, ნახოს. 

მეორე ეტაპი - 8-14 წელი. მთავრდება ვერძი და ბავშვმა მეტ-ნაკლებად გაიგო რაღაც რაღაცები, რა არის ცუდი და კარგი, ცხელი და ცივი. გადავდივართ კუროში, რაც სტაბილურობაა. უნდა ვასწავლოთ ბავშვს წესრიგი, დისციპლინა და ერთგულება. ეს არის პერიოდი, როცა ბავშვს აინტერესებს, რა და ვინ არის ნათესავი? ურთიერთობების განვითარების განსაკუთრებული ეტაპია, ბავშვში არის ინტერესები პოეზიის, ხელოვნების, სილამაზის. 

მესამე ეტაპი - 15-21 წელი. გადავდივართ ტყუპებში, ეს არის პერიოდი, როცა ბავშვში ჩნდება ინტერესი საპირისპირო სქესის მიმართ, რა ხდება, პირველი სიყვარული, რომანტიკული კავშირები, პაემნები, ჰორმონალური ცვლილებები. სხვა ინტელექტი აქვს, ცნობისმოყვარეობა, ჭორები, ინტრიგები ამ პერიოდში მოდის. სწავლის, განათლების და შეცნობის პერიოდია. 

მეოთხე ეტაპი - 22-28 წელი. კირჩხიბის ეტაპი. საუკეთესო პერიოდი ოჯახის შესაქმნელად. თუ ახლა ოჯახს არ ქმნით ამ პერიოდში, შემდეგ 36 წლისა პრობლემები გექნებათ ჯანმრთელობის, კარიერული კუთხით. მნიშვნელოვანია გააღრმავოთ ოჯახის სტრუქტურა. ამ ეტაპზე უჩნდება სამშობლოს სიყვარული. უძლიერდება ინტუიციური ეფექტები, გრძნობს რა არის გულის ხმა. 

მეხუთე ეტაპი - ლომის ეტაპი 29-35 წელი. ყველაზე კარგი პერიოდია სიყვარულისთვის, ადამიანი მწიფდება ყველანაირად, საუკეთესო სიყვარული მოდის ამ დროს. უნდა გააფრქვიოს და ყველას უწილადოს სიყვარული. ვინც მოღვაწეობს ხელოვნებაში, თეატრის დროა ამ ასაკში. 

მეექვსე ეტაპი - 36-42 წელი, ქალწულების ეტაპი. ადამიანი გადის დალაგების პერიოდს. იქამდე იყო სიყვარული, ოჯახი, ათასი სხვა რამ, ეს კი არის პერიოდი როცა უნდა დაჯდე, იფიქრო, დალაგდე, ანალიზი გაუკეთო ცხოვრებას, შეცდომებს. თქვენ ჯანმრთელობას ყურადღება უნდა მიაქციოთ. მაშინ მოდის წნევა, გული და ა.შ. უნდა დაალაგოთ ყველაფერი, ოჯახი, აზრები, მეგობრული წრე... 

მეშვიდე ეტაპი - სასწორი 43-49 წლის შუალედი. ეს არის მნიშვნელოვანი წლები, აიწონა-დაიწონაა, როცა ადამიანმა ბალანსი, ზომიერება უნდა იპოვოს. სიყვარულში, ჭამა-სმაში, მოგზაურობაში, დასვენებაში - ყველაფერში ბალანსი! უნდა ისწავლო მშვიდობიანად, დიპლომატიურად პრობლემების გადაწვეტა, დათმობის ტექნოლოგია. 

მერვე ეტაპი - მორიელი, 50-56 წელი. სახიფათო წლებია. მსოფლიო სტატისტიკა გვეუბნება, რომ რაღაც სიგიჟეები ემართებათ ქალებს და კაცებს, უცებ შეიძლება საყვარელი გაიჩინოს, მიატოვოს ოჯახი და ვერ ხსნიან რა ემართებათ. ადამიანში კიდევ ერთხელ, საბოლოოდ შეფორთხიალდება სექსუალური ენერგია და გააღვიძებს სურვილებს... 

მეცხრე ეტაპი - მშვილდოსნის ეტაპი57-იდან 63 წლამდე ეტაპი. ეს არის პერიოდი, როცა ადამიანს ასე თუ ისე ყველაფერი აწყობილი აქვს. თუ იქამდე ჯაჭვი არ არის გაწყვეტილი, მაშინ ყველაფერი აწყობილი გექნებათ, იმატებს ოპტიმიზმი და სურვილი მოგზაურობის. სხვა აღქმით ხედავთ კულტურულ ადგილებს. 

მეათე ეტაპი - თხის რქა, 64-71 წლის ეტაპი. კარიერა მწვერვალამდე უნდა იყოს მიყვანილი, უნდა იყოთ ზე-პროფესიონალი, როცა სხვებს გადასცემთ თქვენს ცოდნას, უნდა იყოთ ნამდვილი პედაგოგი. ეს ასაკია, როცა ყველაფერი დაასრულეთ და ხართ ჭეშმარიტი ლიდერი, ხელმძღვანელი, ბრძენი. 

მეთერთმეტე ეტაპი - მერწყული 72-78 წლის პერიოდი. თავისუფლების გემოს იგებს ადამიანი, რატომ არ უნდა ჩაუკეტო სხვას თავისუფლება. გესმის ჭეშმარიტი დემოკრატიული პრინციპების არსი. საკუთარ თავს ვერ აუხსნი, იქამდე მკაცრი რატომ იყავი. 

მეთორმეტე ეტაპი - ბოლო ეტაპი, 79-85 წლები, ამის მერე აბსოლუტურად თავისუფალია ადამიანი, სამყაროს მარწუხებიდან გადის. თევზების ეტაპია. ბოლო არჩევანია, რომ ადამიანი მივიდა ამ ასაკამდე და უნდა გადახედოს თავის ცხოვრებას, რომელი თევზია, უფლისკენ მიმავალი? ასე იცხოვრა? თუ ეშმაკისკენ... 

ასევე დაგაინტერესებთ:

💵 ფულის ჯეკპოტის დღე - „აიღე ფურცელი და დაწერე სურვილების რუკა, მადლობის წერილი, თითქოს ყველაფერი უკვე ასრულდა“

სურვილების ასრულების ჯადოსნური დღე - „ითხოვეთ რაც გსურთ! შეიძინეთ დღეს რამე 27 ცალი...“

🎥 „ბევრი მეკითხება, რატომ არ მაქვს შესაბამისი დოკუმენტი, რომ პატრიარქის შვილობილი ვარ, არ მჭირდება მოწმე, ჩვენი მოწმე უფალია“ - ამინ შადიჟევი ილია მეორეზე