Digest Logo

მინდა მითხრას, რომ გაიხუმრა - ბლიცინტერვიუ ვერა ქობალიასთან

1604586960
ეკონომიკის ყოფილი მინისტი

„დაიჯესტის“ ბლიც-ინტერვიუს მორიგი სტუმარია საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ვერა ქობალია.

- რა მოხდა წელს შენს ცხოვრებაში ყველაზე კარგი?

- წელს პანდემიის გამო, ჩვენი ცხოვრების ტემპის შენელება მოგვიწია და მეც დავფიქრდი, თუ რა არის მნიშვნელოვანი ჩემს ცხოვრებაში. კარგი არის ის, რომ მომეცა საშუალება გადავაფასო ცხოვრება.

- როდის და სად იყავი შენს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი?

- ბავშვობაში, სოხუმში ჩემს ეზოში, როცა მქონდა მთელი მსოფლიო იმ ეზოში და ვერ წარმომედგინა რა ხდებოდა იმ სამყაროს გარეთ, ალბათ ყველაზე ბედნიერი მაშინ ვიყავი. მეორე როდესაც ჩემი 3-4 წლის შვილი სამსახურიდან მისულს საოცარი გულწრფელი სიყვარულით მხვდებოდა, ეს ემოციები ძალიან დიდ ბედნიერებას მგვრიდა.

- რა არის შენი საყვარელი ფრაზა?

- არ დანებდე.

- რომელია შენი საყვარელი ფერი?

- ყველა ფერი მიყვარს შავის გარდა.

- რა არის სიყვარული?

სიყვარული ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის. სიყვარიული არის, როცა შეგიძლია ადამიანთან იყო ბოლომდე თავისუფალი, ყველანაირი როლის გარეშე. სიყვარული ჩემთვის თავისუფლებაა.

- რა არის თავისუფლება?

- თავისუფლება ერთის მხრივ სიტყვის გამოხატვის საშუალებაა. და მეორე, ინდივიდუალურობა. თავისუფლებაა, როდესაც შენი ინდივიდუალურობის დამალვა არ გიწევს.

- რა არის მეგობრობა?

- მეგორობრობა არის როდესაც ადამიანები ყველაზე მძიმე მომენტეშიც შენს გვარდით არიან, მაშინაც კი როცა შენს ირგვლივ ყველაფერი ინგრევა.

- რა იწვევს შენში აღფრთოვანებას?

- აღმაფრთოვანებს ადამიანები, რომლებიც მზად არიან მატერიალური კეთილდღეობა არამატერიალური ღირებულებების სანაცვლოდ დათმონ და კონკრეტულ, საყვარელ საქმეს მიუძღვნან მთელი ცხოვრება, მაგალითად, წერონ წიგნები და შექმნან მუსიკა.

- რისი ხმა გაღიზინებთ?

- სკოლაში ცარცის ხმა მაღიზაინებდა ახლა არ ვიცი.

- რისი გშურს?

- მშურს იმის, რაც აღმაფრთოვანებს. მშურს, იმ ადამაინების, რომლებიც არამატერიალური ცხოვრებით ცხოვრობენ, როცა ადამიანს შეუძლია წავიდეს მთაში, მოწყდეს სამყაროს და ერთ საქმეს დაურთოს მთელი დრო.

- შენი ხასიათის მთავრი შტრიხი?

- გულწრფელი ვარ. პირდაპირ ვამბობ ყველაფერს რაც თავში მომდის.

- რა გენატრება ყველაზე მეტად?

•მონატრების ორ შტოს გამოვყოფდი: პირველი ფიზიკურ დონეზე მენატრება აფხაზეთი და სოხუმი, მიწა რომელზეც ვერ ვბრუნდები. სიზმრებში ვხედავ ისე მენატრება.

•ემოციურ დონეზე მენატრება ის სასიამოვნო და ემოციებით სავსე განცდა, რაც პირველ სიყვარულს მოჰყვება ხოლმე.

- რას შეუძლია რომ ძალიან გაგახაროს?

- ძალიან მახარებს ჩემს ირგვლივ მყოფი ადამიანების წარმატება.

- რა გწყინს?

- რადგან მე ვარ გულწრფელი მწყინს როცა ადამიანი ამავე გრძნობით არ არის განწყობილი.

რა თვისებები მოგწონთ ადამიანში?

- მომწონს როდესაც უყვართ თავისი საქმე, არიან მომთმენები, მიზანსწრაფულები და უყვართ თავგადასავლები, რადგან მგონია, რომ დაგეგმილი ცხოვრება ძალიან კარგია, თუმცა მოულოდნელობები უფრო საინტერესოდ ქცევს ცხოვრებას.

- თუ ღმერთი შეგხვდებოდათ რა გინდათ რომ მან გითხრათ თქვენ?

- მინდა მითხრას რომ გაიხუმრა.

⚪აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ყველაზე დიდი ნაკლი... - ბლიც-ინტერვიუ იაგო ხვიჩიასთან

ბედნიერება მადლიერებაშია - შალვა კეკელიას ბლიც-ინტერვიუ

თავისუფლება აზროვნების კატეგორიაა - ბლიც-ინტერვიუ დავით ტურაშვილთან

თავისუფლება ეს უწყვეტი პროცესია - ბლიც-ინტერვიუ ქეთათოსთან