„დაიჯესტის“ ბლიცინტერვიუს მორიგი სტუმარია მსახიობი და ტელეწამყვანი - ილო ბეროშვილი.
ილო ბეროშვილი ანუ... ილო ბეროშვილი.
რით ხართ ცნობილი... ენების ცოდნით, რომელიც არ ვიცი.
ბავშვობის მიზნები... ფეხბურთელობა.
მაღიზიანებს... სიყალბე.
ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ.... ჩემი აზრით.
ყველაზე აბეზარი შეკითხვა ადამიანებისგან... ახლა შენ წახვალ და ჩემზე იღადავებ ხომ?
ყველაზე სკანდალური ჭორი, რაც ჩემ შესახებ გამიგია... არ ვიცი რამდენად სკანდალურია, მაგრამ მე თვითონ ვიდექი იქ და ერთი ტიპი ამბობდა, რომ „ილო ბეროშვილი მაგარი ძველი ბიჭია და უბანში ყოველთვის ყიდულობს ლუდს ბიჭებისთვის და არ ეშლება არაფერი, მაგრამ „პაბეგშია“ და ორი კაცი ჰყავს დაჭრილიო.
ნივთი, რომლის გარეშეც ვერ ვძლებ... ტელეფონი და კალათბურთის ბურთი.
ჯერიმ ჩემს ცხოვრებაში... ახალი მზე ამოიყვანა.
კორონავირუსმა ჩემს ცხოვრებაში შეცვალა... პანდემიის პირველი ნახევარი ჩემზე კარგად აისახა, რადგან შევძელი კარგად დამესვენა.
რომ არა ის ვინც ხართ, დღეს ვინ იქნებოდით... კალათბურთელი.
1 სურვილი, რომ გქონდეს რას ისურვებდით... საქართველო იყოს წარმატებული და ბედნიერი ხალხით დაკომპლექტებული ქვეყანა.
ვტირი... სისულელეზე ტირილიც შემიძლია, მიტირია „ჰედ ენდ შოლდერსის“ რეკლამაზე, თუმცა ძირითადად ფილმებზე ვტირი.
ინტერვიუ სრულდება... წარმოიდგინეთ, გარეთ გადიხართ და დერეფანში პოულობთ ლატარიის ბილეთს, რომლითაც მილიონ დოლარს იგებთ. რას იზამდით?.... პირველი 1 კვირა ვიცხოვრებდი ისე, რომ თითქოს არც მომიგია, 1 კვირის შემდეგ კი ვიყიდდი ბევრ რაღაცას ჩემთვის და ჩემთვის ძვირფას ადამიანებსკი, ვუყიდდი სახლებს.
საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრის, ენძელა მაჭავარიანის კითხვა ილო ბეროშვილს - ვინ ხარ, როგორ ხარ, მეგობარო?... მე ვარ ადამიანი, კარგად ვარ, გმადლობთ.
რას ჰკითხავდით შემდეგ სტუმარს? - ღმერთთან როცა მოხვდება, რას ჰკითხავს მას.
🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:
„ვაკაჭისაც დავშორდი და ილო ბეროშვილის საყვარლის სტატუსიც მომეხსნა“ - ცოტა რამ ბაბი კირკიტაძეზე
ვინ არის ელენე ხოშტარიას ქმარი - ცოტა რამ პოლიტიკოსის პირადზე