პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის წევრი ელენე ხოშტარია უკვე წლებია პოლიტიკაში მოღვაწეობს, მისი პოლიტიკური ცხოვრება უამრავ საინტერესო ამბავს იტევს, თუმცა პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების შესახებ ბევრმა არ იცის.
ხოშტარიას და მის მეუღლეს, ირაკლი ბერიძეს ოთხი შვილი ჰყავთ, ოჯახი წყნეთში ცხოვრობს.
პირველი შვილი 2004 წელს ეყოლა, ხოლო 2012-ში მეორე ბავში გააჩინა, 2014-ში კიდევ ორი, ელენე თავად ხშირად ამბობს, რომ ბევრს უკვირს, როდესაც ამბობს, რომ 4 შვილის დედაა.
„სტერეოტიპი, რომ თუ საზოგადოებრივად აქტიური ხარ, მაშინ პირადი ცხოვრება არ გაქვს, ჩემ თავზეც მიგრძვნია. ჩემი ოთხი შვილი შოკია ხოლმე ბევრისთვის. ის გამოთქმაც ხომ არის - "კაცივით ტვინი." როცა სტერეოტიპს არღვევ, "კაცის" იარლიყს გაკრავენ და მერე მიაჩნიათ, რომ თუ არ დგახარ მაღალ ქუსლებზე მუდმივად, ძალიან დატვირთული მაკიაჟით, ესე იგი, პირადი ცხოვრება არ გაქვს. ამ დროს ეს აბსოლუტურად სტერეოტიპულია იმიტომ, რომ არცერთი დღე არ ყოფილა ჩემს ცხოვრებაში, რომ ჩემი პირადი ცხოვრება არ ყოფილიყო ძალიან ინტენსიური და ემოციური. ამიტომაც უკვირთ ჩემი ოთხი შვილი, რაც, რა თქმა უნდა, არ გაუკვირდებათ ქალისგან, რომელიც სახლში ზის. კიდევ, ძალიან უკვირთ ხოლმე, როცა ვამბობ, რომ მიყვარს საჭმლის კეთება. ეგეც სტერეოტიპია - ან საჭმელს აკეთებ, ან ქტიური ხარ“- ამბობს ელენე ხოშტარია ერთ-ერთ ინტერვიუში.
ელენეს მეუღლე საკმაოდ წარმატებული ბიზნესმენია, ის BRITISH LAND -ის და Land securities-ის აქციონერია. ორივე კომპანია უძრავი ქონების აქტივების მფლობელია.
2018 წლის მონაცემებით, „m2 უძრავი ქონების” წამყვანი მენეჯერი Land securities -ის 400 და BRITISH LAND -ის 350 აქციას ფლობს.
ირაკლი ბერიძე ასევე არის GEORGIA CAPITAL-ის 1280 აქციის მფლობელი, რომელიც BGEO Group-ის (საქართველოს ბანკის ჯგუფის) გაყოფის შემდეგ ერგო.
მის ხელშია სს m2 უძრავი ქონების 11 ობლიგაციაც, თითო 1014 დოლარის ნომინალის.
როგორც მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, ელენე ხოშტარიას სახელზე TBC ბანკის სახელფასო ანაგარიშზე 10 000 ლარია, „საქართველოს ბანკის“ ანაგრიშზე კი 100 000ლარია .
19 დეკემბერს პოლიტიკოსის მეუღლე 46 წლის გახდა, მან მეუღლეს დაბადების დღეს სოციალურ ქსელში მიულოცა.
„ჩემი აზრით ძალიან მაგარი ქმარი მყავს, რომელიც დღეს 46 წლის გახდა“- დაწერა ხოშტარიამ.
პოლიტიკოსის უფროსი ვაჟი წელს სტუდენტი გახდა, უცნობია გაჰყვა თუ არა ის დედის კვალს.
🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:
ვინ არის და რა ქონებას ფლობს ახალგაზრდა პოლიტიკოსი მარიამ ქვრივიშვილი?