„დაიჯესტის“ ბლიც-ინტერვიუს მორიგი სტუმარი მსახიობი და ტელეწამყვანი, ბახვა ბრეგვაძეა.
რისი ეშინია, რაზე ოცნებობს და რა არ მოსწონს საკუთარ თავში - გაიცანით, სულ სხვანაირი გიორგი ფხაკაძე
ბახვა ბრეგვაძე ანუ... მსახიობი
ბავშვობის ოცნება... მყოლოდა თვითმფრინავი, დიდი გემი და კუნძულზე მქონოდა სახლი, სადაც შევძლებდი ჩემი მეგობრების წაყვანას.
მეგობრები ჩემთვის არიან... ანტიდეპრესანტები.
როგორი გოგოები მოგწონს... შარმიანები.
ქალში ყველაზე მეტად მესექსუალურება... ინტელექტი და შარმი.
რა იზიდავს კაცში, რაზე ოცნებობს და რისი ეშინია ალექსანდრა პაიჭაძეს - ბლიც-ინტერვიუ
მაღიზიანებს... ფამილიარულობა.
ხასიათი მაქვს... ცვალებადი, ზოგადად ჰოროსკოპების არ მჯერა, მაგრამ ტყუპები ვარ და მგონია, რომ ეს მოქმედებს. მგონია, რომ ჩემში 2 ადამიანი ცხოვრობს.
ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ.... დიდი მადლობა.
სოციალური ქსელი ჩემს ცხოვრებაში... ინფორმაციის მიღების საშუალებაა.
ის, რაც არ მაქვს და ყველაზე მეტად მინდა, რომ მქონდეს... პრობლემები მაქვს წონასთან, რომელსაც მთელი ცხოვრებაა ვებრძვი და მინდა, რომ ვჭამდე ყველაფერს რისი ჭამაც მიყვარს და ვიყო ტანადი.
ნივთი, რომლის გარეშეც ვერ ვძლებ... ტელეფონი.
შემთხვევა, რომელმაც შემცვალა... ახლობელი ადამიანების გარდაცვალებამ.
1 სურვილი რომ გქონდეს, რას ისურვებდი?... წამალს, რომელსაც სიცოცხლის გახანგრძლივება შეეძლება.
უფროსებს არ უნდა დავუჯეროთ, რომ... - ბლიც-ინტერვიუ თი მაჭავარიანთან
ყველაზე სკანდალური ჭორი, რაც ჩემ შესახებ გამიგია... ბევრი ჭორი გამიგია ჩემს შესახებ, მაგრამ ყველა მათგანი იყო უწყინარი და უბოროტო.
ჩემი ყველაზე დიდი იმედი არის... ჩემი ოჯახის წევრები და მეგობრები.
ჩემს ქვეყანას ვუსურვებდი... გამთლიანებას და დამშვიდებას.
რაც შეეხება წინა ბლიცის სტუმარს, სამოქალაქო აქტივისტმა, გიგა მაქარაშვილმა თქვენთვის შემდეგი კითხვა დატოვა: როგორ ფიქრობთ, ვინ მოიგებს ევროპის ჩემპიონატს... მინდა სიურპრიზი იყოს იმ გუნდის მოგება, რომელიც ევროპის ჩემპიონატს მოიგებს
და თქვენ რას ჰკითხავდით ჩვენ შემდეგ სტუმარს? - ბოლოს რა წიგნი წაიკითხა