Digest Logo

სექსიც არის სრულყოფილ ბედნიერებაში, ორგაზმიც და კარგი ღვინოც - ბლიცინტერვიუ ცაგარელთან

1642769160
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი

„დაიჯესტის“ რუბრიკის ბლიცინტერვიუს მორიგი სტუმარია ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი👇

- საუკეთესო რამ, რაც წელს შენს ცხოვრებაში მოხდა.

- ბევრი კარგი რამ მოხდა, მაგრამ გამოვყოფდი ჩემს ცხოვრებაში ლეკვისა და კნუტის შემოსვლას, მათ ძალიან გაგავახალისეს და ახალი ენერგია შემოიტანეს ყოველდღიურობაში.

- როდის და სად იყავი ყველაზე ბედნიერი შენი ცხოვრების განმავლობაში?

- ძალიან ბევრი ბედნიერი მომენტი გამახსენდა. მაგალითად, როცა პირველი მანქანა შევიძინე, პირველი სიყვარული, რომ მეწვია, როცა ვიქორწინე, შვილი როცა შემეძინა, არნახულად ბედნიერი ვიყავი, როცა ინდოელი გურუ გავიცანი, როცა საესტრადო სიმღერის ფესტივალის ლაურეატი გავხდი და ასე შემდეგ. ბევრი ბედნიერი მომენტის ჩამოთვლა შემიძლია.

- რა არის შენთვის სრულყოფილი ბედნიერება?

- როცა ადამიანი მედიტაციურ მდგომარეობაშია, არის გასხივოსნებული და საკუთარ თავში ღმერთს გრძნობს. ამას არაფერი არ შეედრება, საოცარი შეგრძნებებია, სიმშვიდესა და ბედნიერებას განიცდი. ეს განცდა ნებისმიერ მატერიალურ სიამოვნებას აღემატება. იქ სექსიც არის ჩადებული, ორგაზმიც და კარგი ღვინოც და წარმოუდგენელი ემოციები .

- რომელი სიტყვა გიყვართ ყველაზე ძალიან?

- კეთილი და იღბალი - ამ სიტყვებში ძალიან დიდი დადებითი ვიბრაციაა.

- რისი ხმა გაღიზიანებს ?

- ძალიან არ მსიამოვნებს ჭრაჭუნის ხმა

- რა არის შენი ხასიათის მთავარი შტრიხი?

- ვიტყოდი, რომ ჯიუტი ვარ, ამასთან გამოვირჩევი ერთგულებით.

- რა არის მეგობრობა?

- ჩემთვის მეგობრობა გულითადი ურთიერთობაა, რომელიც ეყრდნობა ერთგულებას, ერთიან ინტელექტუალურ სულისკვეთებასა და ურთიერთობაში დისტანციის დაცვას.

- რისი გშურს?

- კეთილი შურით მშურს დიდი ენერგიის მატარებელი ადამიანების.

- რა არის თავისუფლება?

- თავისუფლება არის გარკვეული მორალური, ეთიკური და კულტურული ჩარჩო, რომელიც ეფუძნება გარკვეულ წესებსაც, ოღონდ ეს წესები იმდენად მიზერულია, რომ შენს შემოქმედებით შესაძლებლობებსა და სურვილებს არ ზღუდავენ.

- რა იწვევს შენში აღფრთოვანებას?

-უამრავი რამ აღმაფრთოვანებს, კარგი სურნელიდან დაწყებული, ლამაზი ფორმით დამთავრებული. აგრეთვე, მაგალითად სპორტში ერთი კარგი მოძრაობაც კი ძალიან დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ჩემზე.

- ადამიანებში რა თვისებები მოგწონს?

- ერთგულება, კეთილსინდისიერება, სამართლიანობა და სიმშვიდე. ამ თვისებების მატარებელ ადამიანთან ურთიერთობა ერთი სიამოვნებაა. ეს თვისებები უფრო მაინტერესებს ადამიანებში, ვიდრე ის, თუ რას მიაღწია მან კარიერაში, როგორი სტატუსით სარგებლობს საზოგადოებაში ან რამდენი ფული იშოვა.

- რა არის სიყვარული?

- სიყვარული სამი განსაკუთრებული ელემენტის შერწყმაა :

✔️ფიზიკურ-ენერგეტიკული ერთიანობა.

✔️ინტელექტუალური ერთიანობა.

✔️ერთსულოვნება, სულიერი თანხვედრა.

- თუ ღმერთს შეხვდებოდი, რას ისურვებდი, რომ თქვენთვის ეთქვა?

- ღმერთს ყოველდღე ვხვდები, ის ყოველ წამს ჩემში, მას ყველა ნაბიჯზე ვხვდები ადამიანებში, მცენარეებში, ყველა ცოცხალ არსებაშია ღმერთი. ამიტომ არ ველოდები განსაკუთრებით ღმერთთან შეხვედრას. მე მინდა, მას ვუთხრა მადლობა, იმ ყველაფრისთვის, რაც მომცა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⚪ღმერთს რომ შევხვდები, მინდა ვუთხრა... ბლიც-ინტერვიუ გია ჯაჯანიძესთან

⚪შოკოლადი თუ სამშობლო? ბლიც-ინტერვიუ ნინი ქარსელაძესთან

⚪ბედნიერება მადლიერებაშია - შალვა კეკელიას ბლიც-ინტერვიუ