Digest Logo

„შესაძლოა ამ დღეს მოულოდნელად მიიღოთ პასუხი კითხვაზე...“ - რა უნდა გავითვალისწინოთ 8 აგვისტოს: ასტროლოგიური რჩევები

1786087632
ჰოროსკოპი ასტროლოგია

8 აგვისტოს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება გულის ენერგეტიკულ ცენტრს. სწორედ გულის მეშვეობით ვიღებთ სიყვარულის, მადლიერებისა და თანაგრძნობის იმ ვიბრაციებს, რომლებიც ყველაზე მაღალი სიხშირის ენერგიებად ითვლება.

ამიტომაც ამ დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სურვილების ჩაფიქრება, არამედ შინაგანი მდგომარეობაზე დაკვირვებაც. რა მდგომარეობაში ხვდებით ამ ენერგიას? შიშის თუ სიყვარულის? უკმაყოფილების თუ მადლიერების? ეჭვის თუ ნდობის? სწორედ ამ კითხვებზე პასუხი განსაზღვრავს, რამდენად შეძლებთ ლომის კარიბჭის ენერგიის საკუთარ ცხოვრებაში ინტეგრირებას.

2026 წლის ლომის კარიბჭის ენერგია კიდევ უფრო განსაკუთრებულია, რადგან ამ დროს ცაზე ყალიბდება უნიკალური პლანეტარული კონფიგურაცია იალქანი. ეს კონფიგურაცია თითქოს კოსმოსური ხომალდია, რომელსაც სამი უმაღლესი პლანეტა - პლუტონი, ნეპტუნი და ურანი აძლევს მიმართულებას.

ეს არის ეპოქალური ცვლილებების ენერგია. ასტროლოგიაში ეს პლანეტები არა მხოლოდ ადამიანის პირად ცხოვრებას, არამედ მთელი კაცობრიობის განვითარების ციკლებსა და ეპოქებს განაგებენ. პლუტონი ძირეული ტრანსფორმაციის სიმბოლოა. ის ანადგურებს ყველაფერს ფუნქცია დაკარგულს, რათა ახალი სიცოცხლე დაიბადოს.

პლუტონის გავლენა კრიზისს ქმნის, რადგან გვაიძულებს, გავთავისუფლდეთ მიჯაჭვულობებისგან. მაგრამ სწორედ ამ პროცესში იბადება ახალი, ფუნქციური აუთენტიკური და ჯანსაღი ენერგია.

ნეპტუნის მეშვეობით, ჩვენი ცნობიერება იცვლება, რადგან ის გვაკავშირებს ფარულ, სულიერ და ქვეცნობიერ სამყაროსთან. აძლიერებს ინტუიციას, შთაგონებას, სულიერ აღქმას და ადამიანს საკუთარ სულთან უფრო ღრმა კავშირს აგრძნობინებს.

ურანი კი მომავლის და პროგრესის პლანეტაა. ის ყოველთვის მოულოდნელ ცვლილებებს, ახალ იდეებს, ტექნოლოგიურ და ცნობიერების განვითარებას, რევოლუციურ იდეებს უკავშირდება. სწორედ ურანი გვაიძულებს, გავიდეთ კომფორტის ზონიდან და ახალი რეალობა შევქმნათ.

როდესაც ეს სამი პლანეტა ერთ ენერგეტიკულ კონსტრუქციაში ერთიანდება, თითქოს თავად სამყარო გვიბიძგებს წინსვლისკენ, პროგრესისკენ და ახალი რეალობის შექმნისკენ. ის აღარ გვეკითხება, გვინდა თუ არა ცვლილება. ის მხოლოდ გვახსენებს, რომ „დრო მოვიდა“.

ამ კონფიგურაციაში კიდევ ერთი დეტალია. მის მწვერვალზე ვენერა დგას. ეს შემთხვევითი არ არის. ვენერა სიყვარულის, ჰარმონიის, სილამაზის, ურთიერთობების, ღირებულებებისა და კეთილდღეობის პლანეტაა. სწორედ ამიტომ თითქოს მთელი ეს უზარმაზარი ტრანსფორმაციული ენერგია ერთ კითხვაზე კონცენტრირდება: რისთვის გინდა ძალა? თუ ძალას მხოლოდ საკუთარი ეგოს დასაკმაყოფილებლად ეძებ, ეს ენერგია სწრაფად გაიფანტება. მაგრამ თუ შენი მიზანია სიყვარულის ზრდა, სილამაზის შექმნა, ადამიანებისთვის სიკეთის მოტანა, საკუთარი ნიჭის გაზიარება და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, მაშინ ეს ენერგია სრულიად სხვა მასშტაბით იწყებს მუშაობას.

ვენერა ამ კონფიგურაციაში კომპასივით მოქმედებს. ის გვაჩვენებს, საით უნდა მივმართოთ ის უზარმაზარი ენერგეტიკული ნაკადი, რომელიც ლომის კარიბჭის პორტალიდან შემოდის. ამიტომ 8 აგვისტოს საკუთარ თავს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა დაუსვათ: საით მიემართება ჩემი ცხოვრების ხომალდი?

რაზე ვხარჯავ ჩემს ენერგიას?

რა არის ჩემი ნამდვილი ღირებულებები?

რა მინდა შევქმნა არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ იმ სამყაროსთვისაც, რომლის ნაწილიც ვარ?

წელს ლომის კარიბჭე არა მხოლოდ სურვილების ასრულებისთვის, არამედ ცხოვრების ახალი მიმართულების ასარჩევად იხსნება. შეიძლება ითქვას, რომ თავად სამყაროს ქარი შლის იალქანს, მაგრამ გავყვებით თუ არა მას- ეს უკვე ჩვენი არჩევანია.

2026 წლის ლომის კარიბჭეს კიდევ ერთი განსაკუთრებული გარემოება უფრო ძლიერს ხდის. 12 აგვისტოს - ლომის ნიშანში მზის სრული დაბნელება მოხდება. ასტროლოგიაში მზის დაბნელება ყოველთვის ახალი ციკლის დასაწყისად ითვლება. ეს არის მომენტი, როდესაც ძველი პროგრამები სრულდება და ახალი რეალობის მარცვალი ითესება. ამიტომ წლევანდელი ლომის კარიბჭე და მზის დაბნელება ერთმანეთთან კავშირშია. პირველი თითქოს კარს გვიღებს. მეორე კი გვთხოვს, ამ კარში თავდაჯერებულად და მტკიცედ შევაბიჯოთ.

სამყარო გვაძლევს შესაძლებლობას, ავმაღლდეთ ყოველდღიურ ქაოსზე, დავინახოთ ჩვენი ჭეშმარიტების გზა, მოვუსმინოთ შინაგანი ხმას და შეგნებულად ავირჩიოთ მომავალი. ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ მზის დაბნელება ამ არჩევანს ენერგეტიკულად განამტკიცებს და განვითარების ახალ პროგრამად აქცევს.

სწორედ ამიტომ 2026 წლის 8-12 აგვისტოს პერიოდი შეიძლება ერთგვარ კარმულ გარდამტეხ წერტილად ჩაითვალოს. ამ დღეებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაასრულოთ ყველაფერი, რასაც თქვენს სივრცეში ადგილი აღარ აქვს. ძველი წყენები. შიშები. შეზღუდვები. ურთიერთობები, რომლებიც აღარ ვითარდება.

შეხედულებები, რომლებიც თქვენს შესაძლებლობებს ბოჭავს. ყველაფერი, რაც ისევ და ისევ წარსულში გაბრუნებთ.

როგორ შევძლოთ ამ ენერგიის სწორად მიღება?

ბევრს ჰგონია, რომ საკმარისია სურვილის ჩაფიქრება, რიტუალის შესრულება ან რამდენიმე აფირმაციის წარმოთქმა. თუმცა, თუ შინაგანი მდგომარეობა არ იცვლება, გარეგანი ქმედებებიც სასურველ შედეგს იშვიათად იძლევა.

ლომის კარიბჭის მთავარი საიდუმლო სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ იგი ადამიანის შინაგან ვიბრაციას ეხმიანება. ეზოტერულ სწავლებებში მიიჩნევა, რომ სირიუსისა და მზის გაერთიანებული ენერგია ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სიხშირის ენერგეტიკული ნაკადია. შესაბამისად, ამ ენერგიის მიღებაც მხოლოდ იმდენად შეგვიძლია, რამდენადაც ჩვენი შინაგანი მდგომარეობა მასთან რეზონანსში მოდის.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ ვიღებთ არა იმას, რაც გვინდა, არამედ იმას, რასაც ჩვენი ცნობიერების სიხშირე შეესაბამება. თუ განვიცდით შიშს, წყენას, ბრაზს, კრიტიკასა და უკმაყოფილებას, ჩვენი ენერგეტიკული ველი იკუმშება და მაღალი სიხშირის ენერგიის მიღება რთულდება. ხოლო როდესაც სიყვარულს, მადლიერებას, სიხარულსა და შინაგან სიმშვიდეს ვირჩევთ, ჩვენი ვიბრაცია ბუნებრივად მაღლდება. ამიტომ 8 აგვისტოს განსაკუთრებული ყურადღება სწორედ ემოციურ განწყობას უნდა მივაქციოთ.

ეზოტერულ ტრადიციაში გამოყოფენ რვა მაღალვიბრაციულ ემოციას, რომლებიც ადამიანის ცნობიერებას ყველაზე მეტად აფართოებს.

პირველი და ყველაზე ძლიერი მათ შორის სიყვარულია. არა მხოლოდ რომანტიკული სიყვარული, არამედ უპირობო სიყვარული საკუთარი თავის, ადამიანების, სიცოცხლისა და სამყაროს მიმართ.

მეორე ადგილზეა მადლიერება. მადლიერება ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი გზაა ცნობიერების ასამაღლებლად. როდესაც მადლიერებას გამოვხატავთ იმისთვის, რაც გვაქვს, ჩვენი ყურადღება დეფიციტიდან სიუხვეზე გადადის.

შემდეგ მოდის ბედნიერება - ეს არის შინაგანი მდგომარეობა, რომელიც გარეგან გარემოებებზე არ არის დამოკიდებული.

მეოთხე პოზიციას იკავებს სიმშვიდე - მდგომარეობა, როდესაც ადამიანი ჰარმონიაშია საკუთარ თავთან.
მეხუთეა შთაგონება.

მეექვსეა თანაგრძნობა, ემპათია.

მეშვიდეა სიხარული - მსუბუქი, ნათელი, ბავშვური სიხარული, რომელიც ცხოვრების თითოეულ წამს ზეიმად აქცევს, როცა შეგიძლია სულ მცირე, ერთი შეხედვით უმნიშვნელო გარემოებამ სიხარული მოგვანიჭოს.

ხოლო მერვეა თავდაჯერებულობა - მყარი ცოდნა იმისა, რომ საკმარისი ძალა და შესაძლებლობები უკვე გვაქვს.
საინტერესოა, რომ ეს რვა ემოცია თითქოს სიმბოლურადაც უკავშირდება 8 აგვისტოს ენერგიას. ამიტომ ამ დღეს მთავარი პრაქტიკა საკუთარი ემოციების გაცნობიერებაა. დილიდანვე ეცადეთ, დღე პოზიტიური განწყობით დაიწყოთ. ნუ აჩქარდებით. ნუ გადატვირთავთ თავს რუტინული ვალდებულებებით. იგრძენით შინაგანი სიმშვიდე და მზაობა, მიმღებლობა მაღალვიბრაციული ენეგიების მიმართ.

აუცილებლად უთხარით საყვარელ ადამიანებს, რამდენად ძვირფასები არიან თქვენთვის. გამოხატეთ მადლიერება. აპატიეთ, თუ ამის დრო დადგა. გაიღიმეთ უფრო ხშირად. გააკეთეთ თუნდაც ერთი კეთილი საქმე სრულიად უანგაროდ. ასეთი უბრალო მოქმედებები გაცილებით ძლიერად მოქმედებს, ვიდრე ნებისმიერი რთული რიტუალი.
ლომი შემოქმედების ნიშანია. ამიტომ 8 აგვისტოს სასურველია აკეთოთ ის, რაც თქვენს სულს ახარებს. დახატეთ. დაწერეთ. იმღერეთ. იცეკვეთ. შექმენით. ან უბრალოდ ჩვეულებრივ საქმეს ახალი ენთუზიაზმით, ახლებურად მიუდექით.

შემოქმედება ამ დღეს მაღალი ენერგიის გამტარია. ასევე ეცადეთ, ამ დღეს შეძლებისდაგვარად მოერიდოთ მძიმე ფიზიკურ დატვირთვას. ბევრი ადამიანი აღნიშნავს, რომ ლომის კარიბჭის პიკის დროს უჩვეულო დაღლილობას, ძილიანობას ან, პირიქით, ძლიერ ენერგიულობას გრძნობს. ეს სრულიად ბუნებრივია.

თუ დასვენების სურვილი გაგიჩნდებათ, ნუ შეეწინააღმდეგებით. დასვენების დროს ქვეცნობიერი გაცილებით უკეთ ამუშავებს ახალ ინფორმაციასა და ენერგიას. შესაძლოა ამ დღეს მოულოდნელად მიიღოთ პასუხი კითხვაზე, რომელიც დიდი ხანია გაწუხებთ.

შეიძლება სრულიად მოულოდნელად დაიბადოს ახალი იდეა. ან მოულოდნელად გააცნობიეროთ, რა მიმართულებით უნდა განაგრძოთ ცხოვრება. ასეთი გაცნობიერებები ხშირად სიჩუმეში მოდის, როდესაც ადამიანი საკუთარ შინაგან ხმას უსმენს. ამიტომ 8 აგვისტოს ყველაზე დიდი საჩუქარი შეიძლება სწორედ სიჩუმე აღმოჩნდეს. სიჩუმე, რომელშიც პირველად გაიგონებთ საკუთარი სულის ხმას.

8 აგვისტოს დილა მადლიერებით დაიწყეთ. გაღვიძებისთანავე რამდენიმე წუთით შეჩერდით. ღრმად ჩაისუნთქეთ და გაიხსენეთ ყველაფერი, განეწყვეთ მადლიერების ვიბრაციებზე. შემდეგ აიღეთ ჩამოწერეთ 8 მიზეზი, რასაც თვლით, რომ სამყაროს საჩუქარია. ეს შეიძლება იყოს ჯანმრთელობა, ოჯახი, მეგობრები, საყვარელი საქმე, გამოცდილება, ბუნება, სახლი, ერთი უბრალო ღიმილიც კი ან მზის სხივი თქვენს ფანჯარასთან. მადლიერება ცნობიერებას დეფიციტიდან სიუხვეზე გადართავს.

სწორედ ამ მდგომარეობაში ვიწყებთ იმის დანახვას, რაც აქამდე შეუმჩნეველი გვრჩებოდა. თუ მედიტაციას ასრულებთ, ამ დღისთვის საუკეთესო დროა 08:08 - დილით ან საღამოს. ეს მხოლოდ სიმბოლური დრო არ არის. ორი რვიანის ვიბრაცია თითქოს კიდევ უფრო აძლიერებს ამ დღის ენერგიას. იპოვეთ მშვიდი ადგილი. დახუჭეთ თვალები. რამდენიმე ღრმა ჩასუნთქვის შემდეგ წარმოიდგინეთ, რომ ზემოდან ოქროსფერი სინათლის ნაკადი ეშვება. იგი ნელ-ნელა ავსებს თქვენს თავს, გულს, მთელ სხეულს.

იგრძენით, როგორ ქრება თქვენში დაძაბულობა, შიში, წყენა, ძველი ტკივილი და ყველაფერი, რაც გამძიმებთ, რაც გაწუხებთ და გათავისუფლებულ ადგილს სინათლე იკავებს. შემდეგ წარმოიდგინეთ, როგორ იწყებს თქვენი გულის ცენტრი ოქროსფრად ნათებას და ეს სინათლე თანდათან მთელ თქვენს ენერგეტიკულ ველს ავსებს. რამდენიმე წუთი დარჩით ამ მდგომარეობაში. ნურაფერს დააძალებთ საკუთარ თავს. ზოგჯერ ყველაზე მნიშვნელოვანი პასუხები სწორედ სიჩუმეში მოდის. მედიტაციის შემდეგ შეგიძლიათ წარმოთქვათ აფირმაციები, რომლებიც ამ დღის ენერგიას შეესაბამება.

მაგალითად:

მე მზად ვარ და მადლიერებით ვიღებ ახალ შესაძლებლობებს.

ჩემი მიზნები ბუნებრივად, მარტივად და ჰარმონიულად რეალიზდება.

მადლიერებით ვუშვებ წარსულს და სიხარულით ვიღებ მომავალს.

დღის განმავლობაში აუცილებლად გამონახეთ დრო შემოქმედებისთვის. არ აქვს მნიშვნელობა, პროფესიონალი მხატვარი ხართ, მუსიკოსი, მწერალი თუ უბრალოდ გიყვართ ყვავილების მოვლა. ყველაფერი, რასაც სიყვარულით ქმნით, ამ დღეს განსაკუთრებულ ენერგიას ატარებს. თუ შესაძლებელია, მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში. შეხედეთ ცას. იგრძენით მზის მცხუნვარება. გაისეირნეთ პარკში, ტყეში, მთაში ან ზღვის სანაპიროზე. ბუნება ამ პერიოდში საუკეთესო გამტარია იმ ენერგიისა, რომელსაც ლომის კარიბჭეს უკავშირებენ.

გისურვებთ, რომ ლომის კარიბჭის ენერგიამ თქვენს ცხოვრებაში გააღვიძოს შინაგანი ძალა, გამბედაობა, სიყვარული და შემოქმედებითი პოტენციალი. გისურვებთ, რომ ეს პერიოდი იქცეს არა მხოლოდ ახალი სურვილების ჩაფიქრების, არამედ მათი განხორციელების დასაწყისად. დაე, 8 აგვისტომ თქვენს გული მეტი სინათლით, თქვენი ცხოვრება მეტი სიუხვით, ხოლო თქვენს გზა მეტი სიხარულით და სიკეთით აავსოს!

8 ლარის პრაქტიკა - მადლიერებისა და 8-იანის ენერგიის გასააქტიურებლად 8 აგვისტოს

თუ ამ პრაქტიკის შესრულებას გადაწყვეტთ, გადარიცხვის დანიშნულებაში აუცილებლად მიუთითეთ: 8.08.

8-იანის ენერგიის გააქტიურება მხოლოდ ფინანსური გადარიცხვით არ შემოიფარგლება. ამ დღეს შეგიძლიათ ეს ენერგია სიკეთისა და გულუხვობის სხვა ფორმითაც გამოხატოთ - დაეხმაროთ ადამიანს, რომელსაც თქვენი მხარდაჭერა სჭირდება, გაახაროთ ახლობელი ან სრულიად უცნობი, გაიღოთ ქველმოქმედება მადლიერებისა და სიყვარულის სახელით.

ამავე დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვასაც. შეგიძლიათ 8 ლარის ღირებულების საკვები უყიდოთ, დაუდგათ სუფთა წყალი და გამოკვებოთ. ასეთი, ერთი შეხედვით მცირე, მაგრამ გულწრფელი ქმედებები სიკეთის ენერგიას აძლიერებს.

მთავარია, ყველაფერი გულწრფელი მადლიერებით გააკეთოთ. გამოხატეთ მადლობა სამყაროს მიმართ იმ ყველაფრისთვის, რაც უკვე გაქვთ, და გახსენით გული ახალი სიკეთისა და სიუხვის მისაღებად.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ყველაფერი ახალი აღიქმება, როგორც პოტენციური საფრთხე“ - ძლიერი შიშების მაპროვიცირებელი პლანეტები ნატალურ რუკაში: რას წერს ასტროლოგი

⭕ როგორ შევინარჩუნოთ ენერგია სიცხეში – სასარგებლო რჩევები ზაფხულის დღეებისთვის

⭕ „საქართველოში ყველაზე მეტი ხანდაზმული ადამიანი მაღალმთიან აჭარაში ცხოვრობს“ - რა კადრებს გვიზიარებს გიორგი ნიკოლავა

წყარო: www.facebook.com