Digest Logo

1 თვე მაღალი სიცხე, ღვიძლის ფუნქციური მაჩვენებლების მოშლა, სისხლის შედედება - ბალანჩივაძე სიმპტომებსა და რისკებზე ( ვიდეო)

1605941432
ზურა ზურიუს ბალანჩივაძე _ კორონავირუსი

ტელეკომპანია „იმედის“ ტელეწამყვანი ზურა ბალანჩივაძე, ერთ-ერთია იმ პაციენტთა შორის, რომელმაც ახალი კორონავირუსი უკვე დაამარცხა. ტელეკომპანია „მაესტროს“ ახალი პროექტის „მე კორონა დავამარცხე“ მაყურებელს მან გამოცდილება გაუზიარა და რისკებსა და სირთულეებზე ისაუბრა:

„ზუსტად არ ვიცი საიდან შემხვდა კორონავირუსი, როგორც ბოლო დროს ბევრმა არ იცის. ვვარაუდობ, რომ ალბათ რამე ზედაპირიდან, ან შეიძლება ნაჭრის პირბადიდან. რაც შეეხება სიმპტომებს, დამეწყო 1-ელ ოქტომბერს მსუბუქი ხველა, თუმცა ეს დავუკავშირე სიმღერას, რადგან სახლში ვმღეროდი და ეს ძალიან ჩვეულებრივი მოვლენაა ამ დროს. როგორც მითხრეს ჩემი მდგომარეობა იყო უფრო საყურადღებო, არც მძიმე და არც მსუბუქი ყოფილა, რადგან მსუბუქად მქონდა ფილტვების ანთება, უბრალოდ ჩემ შემთხვევაში ანალიზები იყო პრობლემა, იგივე სისხლის შედედება, D-დიმერი, რასაც ახლა ხშირად ახსენებენ, იყო ძალიან მაღალზე წასული და დამჭირდა ძალიან ბევრი ნემსით გამათხელებლის გაკეთება. არის ძალიან ვერაგი დაავადება, დამიჯერეთ 1 თვის განმავლობაში რომ სიცხე გაქვს ადამიანს, არ არის ადვილი, ალბათ ამას მართლა სჯობს, 4-5 დღის განმავლობაში 39 გრადუსი სიცხე და შემდეგ კარგად ყოფნა. რაც მთავარია კორონავირუსი, რაც მე გამოვცადე უ,რტყამს ადამიანს სუსტ წერტილში, ზოგს მაგალითად ღვიძლის ფუნქციური მაჩვენებლები ერევა, ზოგს სისხლი უდედდება, ზოგს ფილტვები, ზოგს თირკმელი, ანუ სადაც ადამიანის სუსტ წერტილს იპოვის, ზუსტად იქ ურტყამს. აქედან გამომდინარე, ჩემი პირადი გამოცდილებით ნამდვილად არ არის სახუმარო და ალბათ ბევრად უფრო მოსაფრთხილებელია, ვიდრე ნებისმიერი სხვა გრიპი.

როცა საავადმყოფოდან გამომწერეს, 1 კვირის განმავლობაში კიდევ მიგრძელდებოდა სიმპტომები: სიცხე, თავბრუსხვევა, დაღლა. აქედან გამომდინარე, როცა მწერდნენ, რომ აი ბეჭებზე დაეცი და დაამარცხე დაავადება, შეიძლება ასე იყო ანალიზების მიხედვით, თუმცა შეგრძნებების მიხედვით რაიმე განსაკუთრებული გაუმჯობესება იდეაში არ ყოფილა და ეს არ ხდება, რაღაც ჰოლივუდის სცენარივით, ეს ყველამ უნდა იცოდეს. შეიძლება ვირუსი დაამარცხე და აღარ არის გადამდები და აღარ ხარ გადამდები და მეტს აღარ დააზიანებ, თუმცა კორონას შემთხვევაში, გარკვეული პერიოდი კლინიკური ნიშნები გრძელდება, აქედან გამომდინარე დამარცხების ეიფორია და შეგრძნება იწელება. დაახლოებით 8-9 დღის შემდეგ, რაც საავადმყოფოდან გამომწერეს, მაშინ უკვე მივხვდი, რომ კორონავირუსმა ჩემი ცხოვრებიდან უკვე გაიარა, ამიტომ ახლა უკვე შემიძლია ვთქვა, რომ ვირუსი დავამარცხე“, - ამბობს ზურა ბალანჩივაძე.