Digest Logo

100 000 მოსახლეზე კოვიდინფიცირების საშუალო მაჩვენებლით, საქართველო პირველ ადგილზეა

1607352624
კორონას სტატისტიკა

ყოველ 100 000 მოსახლეზე კორონავირუსით ინფიცირების საშუალო მაჩვენებლის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ამის შესახებ ინფორმაციას The New York Times აქვეყნებს.

საქართველოში 100 000 მოსახლეზე, საშუალოდ,115.3 შემთხვევა ფიქსირდება. საქართველოს შემდეგაა სერბეთი 103.2 შემთხვევით და სან მარინო 85.8 შემთხვევით.

საქართველოს მეზობელ ქვეყნებში იგივე მაჩვენებელი, დაახლოებით, 3-ჯერ ნაკლებია. თურქეთში - 38.3, სომხეთში - 34.7, აზერბაიჯანში - 40.9, ხოლო რუსეთში - 18.7.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. COVID 19 პანდემიად მიმდინარე წლის 11 მარტს გამოცხადდა.

🔘აგრეთვე წაიკითხეთ:

„მალე ახალი კლასტერი გაჩნდება“ - რა ხდება საბადურთან (ფოტოები)

სად შეძლებთ იმერეთის მასშტაბით კორონავირუსზე უფასო, სწრაფ ტესტს ჩატარებას

ცნობილია კლინიკები, სადაც კორონავირუსზე უფასო ტესტს გაიკეთებთ

სასკოლო ზამთრის არდადეგები 31 დეკემბრიდან დაიწყება და გასულ წლებზე ხანგრძლივი იქნება