Digest Logo

101 წლის ქალმა კორონავირუსი დაამარცხა

1628856381
თავშესაფარი

101 წლის ქალი, ხაშურის მუნიციპალიტეტის მცხოვრები ე.ა, რომელიც „გორმედის" ქსელის გორის კოვიდკლინიკაში უმძიმეს მდგომარეობაში მოათავსეს, გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაციას კლინიკა სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„101 წლის ქალი, ხაშურის მუნიციპალიტეტის მცხოვრები ე.ა, რომელიც ,,გორმედის“ ქსელის გორის კოვიდკლინიკაში უმძიმეს მდგომარეობაში მოათავსეს, გამოჯანმრთელდა. პაციენტი შემოვიდა კლინიკაში ფილტვის ქსოვილის დაზიანების მაღალი ხარისხით, უგონო მდგომარეობაში, იმყოფებოდა რესპირატორულ მხარდაჭერაზე, მთელი რიგი ღონისძიებების შედეგად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა, ამჟამად გახლავთ დამაკმაყოფილებელი ოქსიგენაციით და დატოვებს კლინიკას",- წერია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ👇

„სერიოზული პრობლემები გვაქვს საწოლფონდთან დაკავშირებით" - ჯანდაცვის მინისტრი

„ანტივაქსერების სექტა თქვენით შოულობს ფულს“ - ვის მიმართავს ფხაკაძე

„ვისთვისაა „ფაიზერის და „მოდერნას" მესამე დოზა დაშვებული“ - ბიძინა კულუმბეგოვი