Digest Logo

„სერიოზული პრობლემები გვაქვს საწოლფონდთან დაკავშირებით" - ჯანდაცვის მინისტრი

1628849718
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი აჭარაში მედპერსონალთან შეხვედრებს აგრძელებს. ეკატერინე ტიკარაძე დღეს ქედის მუნიციპალიტეტში რაიონული ჰოსპიტლის მედპერსონალს შეხვდა და პირადად გაეცნო იმუნიზაციის პროცესს.მინისტრის თქმით მაღალია ვაქცინაციაზე მიმართვიანობის მაჩვენებელი, დღის განმავლობაში ქედაში „ფაიზერით" 150-მდე, „სინოფარმით" კი 100-მდე მოქალაქე იცრება, რაც ამ რეგიონისთვის მაღალ აქტივობად ითვლება.

რაც შეეხება რეგიონში ეპიდვითარებას, ტიკარაძის თქმით, ეპიდემიოლოგიური ფონი არის მძიმე, თუმცა მართვადი, დაწესებული რეგულაციები კი ვირუსის შეჩერების კუთხით რამდენიმე კვირაში გამოავლენს შედეგს. ქედაში მედპერსონალთან შეხვედრას მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია და აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ესწრებოდა.

„მთავარია გავიკეთოთ ნებისმიერი ვაქცინა, მივიღოთ დროული გადაწყვეტილება და ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, ხელშეწყობა იქნება, რომ საქართველოს ნებისმიერ წერტილში მოქალაქეს ჰქონდეს ხელმისაწვდომობა და არჩევანი ყველა იმ ვაქცინაზე, რომელიც დღეს ქვეყანაში არსებობს და დღეს ქვეყანაში ნამდვილად გვაქვს ფართო ხელმისაწვდომობა ყველა ვაქცინაზე და ყველა ვაქცინის რაოდენობა არის საკმარისი. საქართველოს მასშტაბით გვაქვს კრიტიკული , სერიოზული პრობლემები საწოლფონდთან დაკავშირებით, ეს პრობლემა გარკვეული პერიოდის განმავლობაში ალბათ შენარჩუნდება, თუმცა ჩვენი აქტიური ჩართულობით და მუდმივი მონიტორინგით შევეცდებით, რომ პაციენტებს პრობლემა არ შეექმნათ",- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ👇

„ანტივაქსერების სექტა თქვენით შოულობს ფულს“ - ვის მიმართავს ფხაკაძე

„ინფიცირებული პაციენტები ნუ დადიხართ ქუჩა - ქუჩა, დაეტიეთ სახლში" - მაკა ბულეიშვილი

„ვისთვისაა „ფაიზერის და „მოდერნას" მესამე დოზა დაშვებული“ - ბიძინა კულუმბეგოვი