29 იანვრის მონაცემებით, საქართველოში გამოვლინდა კორონავირუსის 18 274 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 41 ადამიანი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 21.56%.
შემთხვევების ჯამურმა რაოდენობამ 1 145 508-ს მიაღწია. პანდემიის დაწყების დღიდან გარდაიცვალა 14 911 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 84 762 კვლევა ტესტით, მათ შორის 48 320 კვლევა ანტიგენის ტესტით და 34 442 PCR ტესტით.
თბილისში გამოვლენილია 9 297 შემთხვევა, აჭარა - 1 833, იმერეთი - 2 277, ქვემო ქართლი - 1 024, შიდა ქართლი - 932, გურია - 308, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 988, კახეთი -815, მცხეთა-მთიანეთი - 367, სამცხე-ჯავახეთი - 359, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 74.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: