Digest Logo

„გრიგოლიამ და აქუბარდიამ თავიდან მომიშორეს „სად ეცალათ ჩემნაირ უპატრონო ვიღაცასთან სალაპარაკოდ“ - ჰოდა, ახლა უნდათ თემის გაშუქება, იმიტომ რომ, უცებ აქტუალური გახდა“ - ესმა გუმბერიძე

1643438408
ინგა გრიგოლია, დავი აქუბარდი ადა ესმა გუმბერიძე

შშმ ქალთა ორგანიზაციის „პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის“ თავმჯდომარე ესმა გუმბერიძე, სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში წამყვანი ჟურნალისტები, მნიშვნელოვანი თემების გაშუქებისა და რეალურ პრობლემებზე საუბრის ნაცვლად, საეთერო დროს მხოლოდ ცნობილი ადამიანებს უთმობენ.

საკუთარი მოსაზრების არგუმენტად ესმა გუმბერიძეს პირადი მაგალითი მოჰყავს და აცხადებს, რომ რამდენიმე წლის წინ, შშმ ადამიანების პრობლემებზე სასაუბროდ რამდენიმე ჟურნალისტს მიმართა, რომლებმაც დრო არ დაუთმეს.

ამასთან გუმბერიძე წერს, რომ ახლა შშმ პირების პრობლემების მიმართ ჟურნალისტების დაინტერესების მიზანი, არსებული პრობლემების აღმოფხვრა კი არა მათთვის სასურველი რეიტინგის დადებაა.

ინგა გრიგოლიასთან, დავით აქუბარდიასთან ვცდილობდი ადრე დაკავშირებას. მინდოდა, მათთან მესაუბრა შშმ პირთა უფლებებზე, რაღაცნაირად ეს თემა ფართო პოლიტიკური განხილვის საგანი რომ გამხდარიყო და, შესაბამისად, უფრო პრიორიტეტულიც. თავიდან მომიშორეს. „სად ეცალათ ჩემნაირ უცხო, უპატრონო, უცნობ ვიღაცასთან სალაპარაკოდ“. ხოდა ახლა უნდათ თემის გაშუქება, იმიტომ რომ, უცებ აქტუალური გახდა, ისე როგორც არასოდეს. „გემრიელი ლუკმაა პოლიტ.თვალსაზრისით“ და ისვრიან მარგალიტებს.

ხან „დავრდომილები“ ვართ, ხანაც - „ხეიბრები“. ამ შეცდომებს მერე ვიღაცები თითზე იხვევენ, რომ მთავარი პრობლემისგან ყურადღება გადაიტანონ და ეს გამოსდით კიდეც. ჟურნალისტების ავტორიტეტს წყალი უდგება, მათ მიერ გაშუქებულ პრობლემას ხაზი ესმება. ამიტომაა, ჟურნალისტი რომ ხარ, თუნდაც ძალიან ცნობილი და წარმატებული, ყველანაირი ადამიანის პერსპექტივა უნდა გაინტერესებდეს; სულ უნდა გქონდეს დრო ახალი გამოცდილების მისაღებად, რაღაცის სასწავლებლად. რა იცი, სად გამოგადგეს. მარტო ცნობად სახეებთან არ უნდა გქონდეს ურთიერთობა. არ უნდა უკადრისობდე“, - წერს ესმა გუმბერიძე.


აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵ზოდიაქოს ნიშნები 2022 - ვინ რა არ უნდა გააკეთოს ამ წელს, რომ პრობლემები აღარ შეექმნას

🔵„ბევრი ადამიანი გაგიჟდება და მოკვდება ამისგან“ - რას უნდა ველოდოთ 2022 წელს ვანგას წინასწარმეტყველებით? - დაუჯერებელი დამთხვევები და ფაქტები

🔵„კოვიდი არ არის ყველაზე საშინელი რამ...“ - როგორ ხედავს 2022 წელს 15 წლის ნათელმხილველი ბიჭუნა, რომელმაც პანდემია იწინასწარმეტყველა

🔵რომელი ქვა იტვირთავს თილისმის ფუნქციას ზოდიაქოს ნიშნებისთვის 2022 წელს

🔵ზოდიაქოს ნიშნები 2022 - ვინ რა არ უნდა გააკეთოს ამ წელს, რომ პრობლემები აღარ შეექმნას