Digest Logo

„დღეიდან ვენერა ხელს შეუწყობს ახალი სასიყვარულო პარტნიორების გაცნობას და ძველ პარტნიორებთან ურთიერთობის გაუმჯობესებას“ - ცაგარელის პროგნოზი

1643436375
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 01:00-დან 13:11 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

სიყვარულის და ხელოვნების მმართველი პლანეტისვენერას დირექტულობა ხელს შეუწყობს ახალი სასიყვარულო პარტნიორების გაცნობას და ძველ პარტნიორებთან ურთიერთობის გაუმჯობესებას. მარტივად განხორციელდება შემოქმედებითი და ბიზნეს-პროექტები, შესაძლებელი გახდება პერსპექტიული სამუშაოს მოძიება და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, ტურისტული და სპორტული ღონისძიებების მოსაწყობად, კულინარიული ექსპერიმენტებისა და ახალი კერძების მოსამზადებლად, უძრავი ქონების ყიდვისა და გაყიდვისთვის, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად, მცენარეების დარგვისა და გადარგვისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განხორციელება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა მავნე ჩვევების დასაძლევად. მოერიდეთ სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარებას. თავი შეიკავეთ თხილის, შოკოლადის და სხვა ალერგიული პროდუქტის მიღებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს, ძვლოვან სისტემას და ხერხემალს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, მწვანე, კრემისფერი და ნაცრისფერი, ასევე ფირუზი, ონიქსი, ქრიზოპრაზი, აქატი და სარდიონი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა მორიელისა და თხის რქისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს და ტყუპებს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵ზოდიაქოს ნიშნები 2022 - ვინ რა არ უნდა გააკეთოს ამ წელს, რომ პრობლემები აღარ შეექმნას

🔵„ბევრი ადამიანი გაგიჟდება და მოკვდება ამისგან“ - რას უნდა ველოდოთ 2022 წელს ვანგას წინასწარმეტყველებით? - დაუჯერებელი დამთხვევები და ფაქტები

🔵„კოვიდი არ არის ყველაზე საშინელი რამ...“ - როგორ ხედავს 2022 წელს 15 წლის ნათელმხილველი ბიჭუნა, რომელმაც პანდემია იწინასწარმეტყველა

🔵რომელი ქვა იტვირთავს თილისმის ფუნქციას ზოდიაქოს ნიშნებისთვის 2022 წელს

🔵ზოდიაქოს ნიშნები 2022 - ვინ რა არ უნდა გააკეთოს ამ წელს, რომ პრობლემები აღარ შეექმნას