„2021 წელს იქნება გარღვევა და ეს პანდემია უნდა დამთავრდეს“,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
თუმცა, მისი თქმით, 2021 წელს რეგულაციების დაცვა ისევ აუცილებელი პირობა იქნება - პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა.
„ერთის მხრივ ვირუსის ბიოლოგიური ციკლი უნდა მორჩეს, მეორეს მხრივ იქნება ვაქცინა და წამალი, რომლის საშუალებითაც ჩვენ დავამარცხებთ პანდემიას. ამის ოპტიმიზმი და დიდი იმედი არსებობს, მაგრამ ამას დრო დასჭირდება. ყველა ის პრევენციული მარტივი ღონისძიებები, რაზეც ხალხს მოვაბეზრეთ თავი, პირბადე, დისტანცია 2021 წელს უნდა იყოს, ამის გარეშე ვერ დამარცხდება პანდემია“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
🔘აგრეთვე წაიკითხეთ:
ვინც საჭირო არ არის, სტუმრად არ მივიღოთ - ბიძინა კულუმბეგოვი
ქვეყანამ შეძლო, კორონავირუსის შემოტევის ყველაზე ძლიერ ტალღას გამკლავებოდა - იმნაძე