Digest Logo

„3, 4 და 5 ათასი ვაქცინირებული ადამიანის იმედზე ჩვენ პანდემიას ვერ დავამარცხებთ“ - ივანე ჩხაიძე

1635840186
ივანე ჩხაიძე

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ ვაქცინაციის პროცესის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, უახლოესი დღეების განმავლობაში ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობა მკვეთრად არ გაიზრდება, ამ ტემპით კი კოვიდს ვერ დავამარცხებთ.

„ყოველდღიურად ვაქცინირებულ ადამიანთა შორის, უდიდესი ნაწილი მეორე დოზაზეა მისული, რაც ნიშნავს, რომ დამატებითი რესურსი, უახლოესი დღეების განმავლობაში მკვეთრად გაიზარდოს ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობა, არ არსებობს. 3, 4 და 5 ათასი ვაქცინირებული ადამიანის იმედზე ჩვენ პანდემიას ვერ დავამარცხებთ“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 5 553 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 47 გარდაიცვალა ადამიანი, ხოლო 4 223 პირი გამოჯანმრთელდა.

აგრეთვე წაიკითხეთ 👇

🔵„პატივს ვცემ ბიძინას, მაგრამ ჩინური ვაქცინების პოპულარიზაციაში არ ვეთანხმები“ - გიორგი ფხაკაძე

🔵„დედას სასახლის ვალის გამო, გავყიდე ბინა. მე და ჩემი 7 წლის ბიჭი ქუჩაში დავრჩით...“ - ემოციური ისტორია, რომელიც გულგრილს არ დაგტოვებს

🔵რა ვაჩუქოთ ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშანს

🔵„ძალიან, ძალიან ტრაგიკული დღეა... მივდივარ უბანზე ძალიან მძიმედ“ - რას წერს თინა ხიდაშელი