საზოგადოებრივი კამპანიის „მეც შვილი ვარ" ფეისბუკ გვერდზე, სადაც ადამიანთა ტრაგიკული ისტორიები ხშირად ვრცელდება, კიდევ ერთი ახალგაზრდა ქალის წერილი გამოქვეყნდა, რომელსაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ.
„ვკითხულობ აქ კომენტარებს და გული მწყდება. მშობლებს როგორ დავემდურები. მამა ადრე გარდამეცვალა.
დედას სანამ შეეძლო, ემსახურა ძმას და რძალს. არასახარბიელო ვითარების გამო, გამოვარიდე დედა ძმის ოჯახს და ნაკვეთების დასამუშავებლად ისევ ურეკავდნენ. ბოლოს არ გავუშვი. აღარ შეეძლო. მე სახლში ჭურჭლის გარეცხვას არ ვანებებდი და ისინი ჰექტრობით მიწის დასამუშავებლად ურეკავდნენ...
25 წელი ჩემთან მყავდა დედა. ჩემთან გარდაიცვალა. ძმის ოჯახი მის გარდაცვალებას ელოდებოდა. დედას გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი გაყიდეს, სახლიც და ნაკვეთებიც.
ჩემთვის ერთი თეთრიც კი არ მოუციათ. ის კი არა, დედა რომ დავკრძალე, სასახლე ნისიაზე მომიტანეს ახლობლებმა და ბინა გავყიდე 250 ლარის გულისთვის, რომ სასახლის ფული გადამეხადა და ჩემი ბინის ფულიდან მომთხოვა ძმამ წილი...
8 წელია, ქირით ვცხოვრობ. ჩემი ძმის ოჯახი აშენდა დედაჩემის ნაშრომის განიავებით... ასეც უთქვამთ ჩემზე - არაფერი ეკუთვნისო.
მხოლოდ მშობლები არ უშვებენ შეცდომას. კანონი გვაქვს არასწორი ქვეყანაში. წელიწად-ნახევარი დედა ლოგინად იყო ჩავარდნილი. შაქრიანი დიაბეტი დაემართა და მწოლიარეს, პამპერსიანს ვუვლიდი.
არავინ დამხმარებია არც ერთი თეთრით. დედას სასახლის ვალის გულისთვის გავყიდე ბინა და მე ჩემი 7 წლის ბიჭი ქუჩაში დავრჩით. დღემდე ქირით ვცხოვრობ და გადახდა მიჭირს...
არც სამსახური მაქვს. სახლში ვმუშაობ. კლიენტი სახლში არ მყავს, სტილისტი ვარ.
ბევრჯერ მიფიქრია სუიციდი, მაგრამ ჩემი შვილი დაიღუპება მერე და ეს მაძლევს ისევ ძალას. ვერ გავწირავ 15 წლის ბიჭს...“, - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵რა ვაჩუქოთ ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშანს
🔵„ძალიან, ძალიან ტრაგიკული დღეა... მივდივარ უბანზე ძალიან მძიმედ“ - რას წერს თინა ხიდაშელი
🔵VIDEO: „ხმა მივეცი კახა კალაძეს“ - თბილისის მერი საარჩევნო უბანზე შვილთან ერთად მივიდა
🔵„უკვე ვიყავი არჩევნებზე, კარგი აქტიურობაა“ - სანდრა რულოვსის განცხადება (ფოტო)