საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში მისი კოლეგის, ბიძინა კულუმბეგოვის შესახებ წერს. ფხაკაძე ალერგოლოგ-იმუნოლოგს ჩინური ვაქცინების პოპულარიზაციის გამო აკრიტიკებს.
„კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ, რომ პატივს ვცემ ბიძინას. მან საკმაოდ ბევრი კარგი საქმე გააკეთა, მაგრამ ჩინური ვაქცინების პოპულარიზაციაში არ ვეთანხმები. ეს ჩემი პოზიცია ცნობილია და მე ამაზე ღიად ვსაუბრობ. არც ერთმა კვლევამ (საერთაშორისო/დამოუკიდებელი) არ აჩვენა, რომ ჩინური ვაქცინები არის ეფექტური დელტა შტამების წინააღმდეგ, სამწუხაროდ.
ვაქცინების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრეტენზია არ მაქვს, ვინაიდან უსაფრთხოების გავლის გარეშე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია არ მისცემდა დროებითი გამოყენების თანხმობას“, - წერს გიორგი ფხაკაძე.
აგრეთვე წაიკითხეთ 👇
🔵რა ვაჩუქოთ ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშანს
🔵„ძალიან, ძალიან ტრაგიკული დღეა... მივდივარ უბანზე ძალიან მძიმედ“ - რას წერს თინა ხიდაშელი
🔵VIDEO: „ხმა მივეცი კახა კალაძეს“ - თბილისის მერი საარჩევნო უბანზე შვილთან ერთად მივიდა
🔵„უკვე ვიყავი არჩევნებზე, კარგი აქტიურობაა“ - სანდრა რულოვსის განცხადება (ფოტო