Digest Logo

4 სიგნალი, რაც covid-19-ის გართულებას მიანიშნებს - რატიანი განმარტავს, რა განსხვავებაა დაავადებულსა და ინფიცირებულს შორის

1608926820
რატიანი _ 4 სიგნალი

ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „დილის შოუ“ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა ორი ტერმინის - ინფიცირებულისა და დაავადებულის მნიშვნელობა განმარტა. მანვე აღნიშნა, რომ დაავადებულთა რაოდენობა გეომეტრიული პროგრესიით იზრდება:

„ექიმები სულ ვამბობდით, რომ ინფიცირება დაავადებას არ ნიშნავს, მაგრამ, ამ შემთხვევაში, ზრდის მატება ნიშნავს, რომ დაავადებულთა რაოდენობა პირდაპირ იზრდება. ახალ კორონავირუსს ახასიათებს ერთი რამ: შესაძლებელია, ადამიანი იყოს ინფიცირებული, მაგრამ არ იყოს დაავადებული. მართალია, ეს 100-დან 80% შემთხვევაშია, როცა, შეიძლება, ვიყოთ მხოლოდ ინფექციის მატარებელი და არა დაავდებული, მაგრამ 20% შემდეგნაირად ნაწილდება – არსებობს საშუალო, მსუბუქი, მძიმე და კრიტიკული პაციენტები. აღნიშნულიდან გამომდინარე, პირდაპირ კავშირშია ინფიცირებულთა რაოდენობა COVID-19-ით დაავადებულთან. ამიტომ, ეს ძალიან ცუდი ტენდენციის მანიშნებელია. ფაქტი სახეზეა, ეს გეომეტრიული პროგრესიით იზრდება. ეს დაავადება არის სახადი. ამ ეპოქაში მცხოვრებმა კაცობრიობამ ეს ინფექცია უნდა მოიხადოს“ – განაცხადა რატიანმა.


მანვე დაასახელა ის ნიშნები, რომელთა გამოვლენის შემთხვევაში კლინიკას უნდა მივმართოთ:

სუნთქვის უკმარისობა

ესაა პირველი მანიშნებელი, რომლის შემდეგაც კლინიკას უნდა მივმართოთ.

ჩვენი გამოცდილებით, თუ კოვიდინფიცირებულის მდგომარეობა მძიმდება, ეს დამძიმება იწყება მეშვიდე-მერვე დღეს.

ადამიანს უჭირს ერთნაირად ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა,

ტკივილი გულმკერდის არეში,

შეუპოვარი ხველა

ძლიერი საერთო სისუსტე

ეს არის ის სიგნალები, რომელთა არსებობის დროსაც პაციენტმა აუცილებლად უნდა მიმართო კლინიკას“, – განაცხადა რატიანმა.


🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ეს საყურადღებო სიმპტომია კოვიდის გადატანის შემდეგ - ბუწაშვილი

შესაძლოა საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი დადასტურდეს - ამირან გამყრელიძე

ეს ინფექცია ამ ეპოქის ყველა ადამიანმა უნდა მოიხადოს – ლევან რატიანი

ექიმები, რომლებიც ონლაინ კონსულტაციას გაგიწევენ - სია და საკონტაქტოები

ექიმის დეტალური რეკომენდაციები ბინაზე მკურნალობის დროს