მზე მორიელის ნიშანში გადავიდა - ზოდიაქოს ყველაზე მისტიკურ და ტრანსფორმაციულ ფაზაში. ეს პერიოდი გვპირდება ემოციურ სიღრმეებს, შინაგან ცვლილებებს და ყველაფრის გადაფასებას, რაც ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია.
მორიელის ენერგია გვიბიძგებს სიმართლისკენ, მოითხოვს სიღრმეს ურთიერთობებში და სიმამაცეს - საკუთარი ჩრდილების გაცნობიერებისას. მზე მორიელში ნიშნავს დროის დასაწყისს, როცა ზედაპირული აღარ კმარა - გვინდა ავხსნათ ფარული, ვიპოვოთ ჭეშმარიტი და გადავიბადოთ შინაგანად.
აღნიშნულ ასტროლოგიურ მოვლენაზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა ისაუბრა:
„დამთავრდა სასწორის დრო, გუშინ მზე გამოვიდა სასწორის ნიშნიდან და 1 თვით გადაინაცვლა მორიელში.
ლურჯი მოედანი დავასრულეთ და გადავედით შავ-წითელ ფერებში, ეს მორიელის ფერებია, მაგიური ფერებია. მორიელის მმართველი პლანეტაა მარსი, რომელიც აგრესიის, ომების, შრომისუნარიანობის და ენერგიის მმართველი პლანეტაა.
მორიელი თავის თვისებებით მეომარია, მებრძოლია, მომთმენია, კარგი ინტუიცია აქვს. მორიელი გრძნობს სიკვდილის სურნელს და ენერგიას.
აქვს ბევრი დადებითი თვისებაც. ორგანიზებულობა, დისციპლინა, შეუპოვრობა, მიზანსწრაფვა, მოთმინება, შრომისუნარიანობა, ნებისყოფა. მარტოხელა მებრძოლია მორიელი, საქმეს უდგება პასუხისმგებლობით.
მორიელის ბნელი მხარეებია: ცხოვრების დრამატიზება, ვერ იტანენ წარუმატებლობას. თუ რაღაც ისე არ მიდის, როგორც სურს მათზე უბედური არავინაა. ჯიუტია, არავის უსმენს და მხოლოდ იმას აკეთებს რაც მას უნდა. არის ეჭვიანი, არავის ენდობა, მით უმეტეს პარტნიორულ ურთიერთობაში.
მორიელებო, თავი დაანებეთ გესლიან გამოთქმებს! ეს არ არის თქვენი მშვენება!“, - ამბობს მიხეილ ცაგარელი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕24 ოქტომბრის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის - „მთელი ყურადღება პარტნიორულ ურთიერთობაზეა“
⭕24 ოქტომბრის ასტროპროგნოზი ჯანმრთელობა, სიყვარულისა და ბიზნესის მიმართულებით