დღეს, 14 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 680 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ამჟამად ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევების საერთო რაოდენობა 13 521-ია. აქედან 7159 პაციენტი განიკურნა, 109 კი გარდაიცვალა.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა მიმდინარე წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა, პანდემიად კი ვირუსი 11 მარტს გამოცხადდა.