რა მნიშვნელოვანი ციური მოვლენები გველოდება მიმდინარე კვირაში და რა რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ, რადგან პერიოდი მშვიდად გავატაროთ? - აღნიშნულ საკითხებზე გადაცემაში „იმედის დილა“ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა ისაუბრა.
ასტროლოგმა ასევე ისაუბრა სავსემთვარეობაზე, რომელიც მიმდინარე კვირის მთავარი ასტროლოგიური მოვლენაა:
ზოგადი ფონი:
„წინა პლანზე წამოვა ხასიათის ცვალებადობა ამინდის ცვალებადობასთან ერთად. არასწორი კანონების მიღება და გამოიწვევს საზოგადოების მღელვარებას.
გვაქვს სამი გეომაგნიტური დღე ამ კვირაში: ორშაბათი, ოთხშაბათი და ხუთშაბათი.
სავსემთვარეობა ლომისა და მერწყულის ღერძზე ხდება, გვაქვს მზისა და მთვარის დაპირისპირება. ამიტომ ვიყოთ ყურადღებით ენერგიასთან. რადგან აგრესია იქნება გამოხატული. გაუფრთხილდით ურთიერთობებს, მოერიდეთ კამათს. ეცადეთ, დრო მშვიდად გაატაროთ. დავეხმაროთ ორგანიზმს ვიტამინებით.
არ გინდათ არაფერი ახალი და სარისკო დღეს. ადამიანებში მატულობს თავისუფლებისკენ ლტოლვა, სიზარმაცე, ამპარტავნობა. ხშირია ტრავმული სიტუაციები.
3 თებერვალს არის შავი მთვარე, რომელსაც აქვს მაცდუნებელი ძალა. მერწყულის ზოდიაქოში მარსის - ვენერას და მზის შეერთება, გამოიწვევს რელიგიის სფეროში არასწორ გადაწყვეტილებას.
ხუთშაბათს, ქირონი, ასტეროიდია გადადის 24-ე გრადუსში ვერძისა. კარგი მოვლენაა რადგან, გაძლევთ საშუალებას მკვდარი წერტილიდან დაძრათ სიტუაცია. იხსნება მოლაპარაკებების გასაღები.
შაბათს მერკური გადადის თევზებში, გონებამახვილობა შეიცვლება ემოციურობით და ინტუიციით. თავის მოტყუების ტენდენციები გაძლიერდება. მისტირით წარსულს და ძველ ურთიერთობებს“, - განმარტა მიხეილ ცაგარელმა.
მიმდინარე კვირის პროგნოზის ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის:
♈ ვერძი
ჯანმრთელობას არ უჩივით, ენერგიულები და კომუნიკაბელურები ხართ. არაერთი საკითხი შეგიძლიათ გადაწყვიტოთ და მოაგვაროთ. პერიოდი კარგი საშუალება რეფორმებისთვის ურთიერთობებში. თუმცა, ინტერნეტში სიყალბის ალბათობა დიდია. ულმობელები ხდებით მათ მიმართ, ვინც თქვენ აზრს არ იზიარებს.
♉ კურო
ენერგოტონუსი დაბალია, თუმცა ბევრი რამ სასიკეთოდ იცვლება. კონფლიქტები და პრობლემები ბევრ რამეზე დაგაფიქრებთ. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. ჩაფიქრების პერიოდი გაქვთ. ცვლილებების დრო მოვიდა, მათ შორის კარიერაში.
♊ ტყუპები
აქტიურები და ენერგიულები ხართ. დაუდევრობა იმატებს. დაფიქრება გმართებთ. გულმავიწყები ხდებით, რაც თქვენ გაღიზიანებას იწვევს. დაუსრულებელი ვალები და ჯარიმები თავს შეგახსენებთ.
♋ კირჩხიბი
დაბალია ენერგოტონუსი. მაღალია ალბათობა გაციებისა და გადაღლის. გირჩევთ, დაასვენოთ საკუთარი თავები. თქვენ თავად იქნებით შეცდომებით უკმაყოფილო. სხვებიც შეამჩნევენ და მიგითითებენ, რაც ხასიათცვალებადობას გამოიწვევს. გაასაიდუმლოვეთ ყველაფერი.
♌ ლომი
ენერგიულები ხართ, ჯანს არ უჩივით. ოპტიმისტები და გონებამახვილები ხართ. თუმცა უთანხმოება პარტნიორულ ურთიერთობებში გელოდებათ. შეინარჩუნეთ სიმშვიდე. ამ შემთხვევაში კვირა გაცილებით უკეთესი იქნება. შემოქმედებითი კუთხით კარგი პერიოდია.
♍ ქალწული
ცოტა დაბნეულობა იმატებს. შედარებით ადვილად იღლებით, მაგრამ არ იმჩნევთ. შესაძლოა, თქვენი როლი ვერ განსაზღვროთ სათანადოდ ქაოსში. წარმატება ადაპტაციასთანაა დაკავშირებული.
♎ სასწორი
არ უჩივით ენერგიას. შეგიძლიათ, მარტივად ჩაერთოთ რომანტიკულ ურთიერთობებში, არსებული კონტაქტები გაამყაროთ. ფინანსური პრობლემები გაქვთ, სიჩქარის შედეგად შეიძლება გადაწყვეტილებები არ იყოს კარგი. მოულოდნელი ხასიათის ცვალებადობა გახასიათებთ.
♏ მორიელი
სიფრთხილე გმართებთ. პარტნიორული კონფლიქტები იჩენს თავს. გაღიზიანებულები ხართ, რადგან იმუნიტეტი ეცემა. ნუ დაცოფავთ სხვებს, რადგან გაქვთ შხამი და ნუ გამოუშვებთ. გაქვთ ორკვირიანი რთული პერიოდი. არ დაძაბოთ სიტუაციები. თავი შეიკავეთ ფინანსური ქმედებებისგან.
♐ მშვილდოსანი
ჯანს არ უჩივით, ენერგია გაქვთ. გონებამახვილები ხართ. პრობლემა არ გაქვთ ამ მხრივ. გაზრდილი გაქვთ ამბიცია და ამპარტავნობა. რაც იწვევს კონფლიქტებს. ფინანსურ ხარჯებს მოერიდეთ.
♑ თხის რქა
ფულის მოზიდვისა და პრემიების შანსი გაქვთ. ადამიანებს არ სძინავთ, რომლებიც თქვენი ფულის გამოყენებას ეცდებიან. მოერიდეთ ინვესტიციებს. ორი კვირის განმავლობაში, ენერგოტონუსი დაბალია.
♒ მერწყული
ყველაზე აქტიურები ინიციატივიანები ხართ. იდეები გაქვთ უზღვავი. უცაბედი ხასიათცვალებადობა გახასიათებთ. ამაზე იქნება დამოკიდებული ურთიერთობები. არ შეიცვალოთ სურვილები, რაც კონფლიქტის საბაბი შესაძლოა გახდეს.
♓ თევზები
ყველაზე რთული პერიოდი გაქვთ წლის განმავლობაში. იმუნიტეტი ყველაზე დაბალია, შესაძლოა ადვილად გაცივდეთ. ეს ყველაფერი თებერვალში იქნება მოსალოდნელი. ცოტა ფრთხილად იყავით. ფიქრები მოგემატებათ წარსულზე და ზღვარგადასული ფანტაზიები.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ნუ გრცხვენიათ თქვენი იარების და სულიერი ნაპრალების...“ - რას გვირჩევს ეზოტერიკოსი
⭕„დიეტის დაწყება იდეალურია!...“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი
⭕„მიტევება სისუსტე კი არა, ღირსებაა...“ - რას წერს გია მურღულია