„Foxnews“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „მოდერნას“ ვაქცინამ სახის კოსმეტიკური ფილერების მქონე ზოგ ადამიანებში შესიება და ანთება გამოიწვია.
დოქტორი შირლი ჩიმი აცხადებს, რომ იმუნური რეაქცია, რომელსაც ვაქცინა იწვევს, უფრო ძლიერია იმ ადგილებში, სადაც ორგანიზმში არაბუნებრივი ნივთიერებებია.
მისივე განმარტებით, პაციენტებს ჰქონდათ შეშუპება და ანთება იმ მიდამოებში, სადაც გამოყენებული იყო ფილერი.
მედიკოსის განცხადებით, მიუხედავად ამ გვერდითი ეფექტისა ვაქცინის მიღება არ უნდა შეწყდეს.
„ყველა პაციენტს უმკურნალეს და რეაქციები ჩაცხრა“, – აცხადებს შირლი ჩიმი.
⚪აგრეთვე დაგაინტერესებთ:
ეს ბებერი, ზანტი კუ, გამოიტანეთ დაწყევლილი ვაქცინა - ზურაბ გურული
არასწორია მტკიცება, რომ საქართველო ღატაკი ქვეყნებისთვის განკუთვნილ ვაქცინას მიიღებს - გამყრელიძე
9-წლიანი ოცნება ამიხდა - ვინ არის აშშ-ში მოღვაწე პირველი ქართველი, რომელმაც ვაქცინა გაიკეთა