დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, არასწორია იმის მტკიცება, რომ საქართველო ღატაკი ქვეყნებისთვის განკუთვნილ ვაქცინას მიიღებს.
„ჯერ არ არის ცნობილი, რომელი ვაქცინა ექნება საქართველოს და აპრიორი რატომ ამბობთ, რომ ეს იქნება ღატაკი ქვეყნებისთვის განსაზღვრული ვაქცინა?
„საქართველო გაერთიანებულია „კოვაქს“ პლატფორმაში, რომელსაც ექნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდირებული 5-7 ვაქცინა. საქართველოს იმ პირობით აქვს გადახდილი ფული, რომ ჩვენ ავირჩიოთ მათგან რომელი ვაქცინა შემოვა. ნუ შეგყავთ შეცდომაში მოსახლეობა, რომ საქართველოს Pfizer არ მისცემს ვაქცინას. ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ აგრეთვე Modernasa და Astrazeneca-სთან, რათა პირდაპირ შეგვეძლოს ვაქცინის მიღება“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვაზე პასუხისას.
მისი თქმით, მთავრობა მუშაობს იმაზე, რომ კორონავირუსის ვაქცინა ქვეყანამ რაც შეიძლება ადრეულ ეტაპზე მიიღოს.
⚪აგრეთვე დაგინტერესებთ:
რა შეზღუდვა რჩება და რა იხსნება საახალწლოდ - ყველა ინფორმაცია მოკლედ