საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 8 728 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 43 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 8 545 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 1 015 592-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 943 212 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 14 555 პაციენტი ემსხვერპლა.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 13,72%, ბოლო 14 დღის - 10,44%, ბოლო 7 დღის - 10,93%.
ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უხანის პროვინციაში წლის დეკემბერში გამოვლინდა. კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.
🔘აგრეთვე წაიკითხეთ: