„გამოხატვის თავისუფლება - ეს არის, ადამიანის ერთ-ერთი უფლება, მაგრამ გამოხატვის უფლებაზე, უფრო მაღალი უფლება ეს არის ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება, ამიტომ ჩვენ უნდა დავაბალანსოთ ეს ყველაფერი, ვერავინ ვერ აუკრძალავს ადამიანს გამოხატოს თავისი უფლება, მაგრამ ამასთან უნდა იყოს დაცული ყველა პრევენციული ღონისძიება“- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ამირან გამყრელიძის თქმით, აქციებს მოჰყვება ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა, გაზრდილ სტატისტიკას კი 1 კვირის შემდეგ დავინახავთ.
„ასეთი დიდი თავშეყრები და რაც მთავარია, შემდგომ უკვე უმართავი დაუცველი პროცესები, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას ამას ჩვენ დავინახავთ, არა მეორე დღეს, არამედ 5 დღის 1 კვირის შემდეგ“- განაცხადა ამირან გამყრელიძე.
აგრეთვე წაიკითხეთ:
„ჩემზე კარგად გაისეირნეს“, ვირისგან წიხლი საწყენი არაა... - გამყრელიძე
სად უნდა დარეკოთ 22:00 საათის შემდეგ გადაადგილებისთვის ერთჯერადი საშვის მისაღებად?