Digest Logo

ცნობილია, რომელ დღეებში დაისვენებენ სააღდგომოდ სკოლები და ბაღები

1774347660
სააღდგომო არდადეგები

წელს მართლმადიდებლური სამყარო აღდგომას 12 აპრილს აღნიშნავს. ოფიციალურად, სააღდგომო დღეებში დასვენებაა: წითელი პარასკევი, დიდი შაბათი, აღდგომა, მიცვალებულთა მოხსენიების დღე. ამიტომ, 10-13 აპრილი ოფიციალურად უქმე დღეებია.

აღსანიშნავია, რომ 9 აპრილი, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე, ასევე ოფიციალურად უქმე დღეა, რომელიც წელს ხუთშაბათს ემთხვევა. 

შესაბამისად, სკოლებსა და ბაღებში 9 აპრილიდან 13 აპრილის ჩათვლით დაისვენებენ. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ვულოცავ დაბადების დღეს ჩემი ცხოვრების სიყვარულს, ჩემს გულს და ჩემს სამუდამო ადამიანს“ - ლიზა ჩიჩუა მეუღლეს იუბილეს ულოცავს

⭕რატომაა პარასკევი 13 რიცხვში ყველაზე უიღბლო დღე მსოფლიოში და რისი გაკეთება შეიძლება ან გეკრძალებათ ამ დღეს, რომ არ დაითარსოთ

⭕„აიღეთ წითელი შალის ძაფი, გააკეთეთ მასზე 7 ნასკვი...“ - მარსის რიტუალი, რომელიც სამშაბათს უნდა გააკეთოთ

წყარო: mshoblebi.ge