ისრაელის მეცნიერთა გუნდი აცხადებს, რომ წამალს, რომელიც ადრე აივ ინფექციის სამკურნალოდ გამოიყენებოდა, კორონავირუსის წინააღმდეგ პირდაპირი ანტივირუსული ეფექტი აღმოაჩნდა. მათ მიერ შექმნილმა ანტივირუსულმა პრეპარატმა შესაძლოა COVID-19 შეაჩეროს.
მათი თქმით, ინფიცირებული პაციენტები პრეპარატის მიღებიდან რამდენიმე დღეში გამოჯანმრთელდნენ.
ფარმაცევტული კომპანიის თქმით, მედიკამენტმა კლინიკური კვლევების პირველი ეტაპი წარმატებით დაასრულა და 13 სექტემბერს კლინიკური კვლევების მეორე ეტაპის დაწყებასთან დაკავშირებით Helsinki Committee-ის მიმართა.
კლინიკური კვლევების მეორე ეტაპი, სავარაუდოდ, მომავალი თვიდან დაიწყება და მასში დაახლოებით, 150-მდე პაციენტი იქნება ჩართული. წინასწარი მონაცემებით, მეორე ფაზის კლინიკური კვლევები იგეგმება ესპანეთში, ბრაზილიასა და სამხრეთ აფრიკაში.
Code Pharma–ს აღმასრულებელი დირექტორის, ზიონ აინის თქმით, შესაძლოა, ანტივირუსული პრეპარატის ავტორიზაციისთვის კლინიკური კვლევების მეორე ეტაპის დასრულებისთანავე მიმართოს შესაბამის ორგანოებს.
„პრეპარატმა კარგი ანტივირუსული ეფექტი აჩვენა, როგორც ლაბორატორიულ პირობებში, ასევე, ადამიანების პირველ კლინიკურ კვლევაში“, - განაცხადა პროფესორმა შლომო მააიანმა, ინფექციური დაავადებების განყოფილების დირექტორმა.
კვლევაში მონაწილეობა 18-დან 60 წლამდე ადამიანმა მიიღო.
„ჩვენ ვიხილეთ ვირუსის სრული აღმოფხვრა უჯრედების 90%-დან 100%-მდე 24 საათზე ნაკლებ დროში“, - აღნიშნა აინიმ.
იმის გამო, რომ კოვიდ ინფექციის გავრცელება გრძელდება მთელ მსოფლიოში, კომპანია მზად არის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში პრეპარატის მასობრივი წარმოება დაიწყოს.
აგრეთვე წაიკითხეთ👇
🔵„ბო*ი გყავს კანდიდატად! ვის ემსახურები, სამარცხვინო! ნუ მთხრით მიკროფონებს“ - დაპირისპირება ქარელში
🔵გორში სპეცოპერაცია მიმდინარეობს
🔵„აუ, რას აგოიმებს მსოფლიოს" - რას წერს იუნა შაფათავა დემნა გვასალიაზე