Digest Logo

ამ საგანგაშო ნიშნების გამოვლენის შემდეგ კოვიდინფიცირებული პაციენტი მძიმდება - ბუწაშვილი

1606145020
კორონავირუსით პაციენტი გარდაიცვალა

ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის თქმით, თუ კოვიდინფიცირებულ ადამიანს ტუჩების გალურჯება, გულ-მკერდის არეში ტკივილი და ხშირი სუნთქვა დაეწო, ეს იმას ნიშნავს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.  

ამასთან ბუწაშვილი განმარტავს, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში ტემპერატურა საგანგაშო არ არის და მასზე ნერვიულობა არ ღირს.

„მძიმდება თუ არა ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამის გასაგებად რამდენიმე საგანგაშო ნიშანია. ეს, პირველ რიგში, არის სუნთქვის გართულება. განსაკუთრებით, თუ წუთში 30-ზე მეტი იქნება სუნთქვის სიხშირე. ოღონდ, ადამიანმა ამ დროს მაქსიმალურად უნდა დაიმშვიდოს თავი და ეცადოს რეალისტურად გაზომოს სუნთქვის სიხშირე და არ უნდა იყოს ემოციური, რადგანაც ამ დროს, შესაძლოა, მოეჩვენოს კიდეც.

ასევე, ამ დროს იგრძნობა ტუჩების გალურჯება, ძლიერი ტკივილი გულ-მკრედის არეში, მივარდნილობა და გამოფხიზლების შეუძლებლობა. ასევე, თუ ტემპერატურა ძალიან მაღალია და სიცხის დამწევებს არ ემორჩილება. ისე, ჩვეულებრივად, ამ დაავადებას ტემპერატურა დიდი ხნის განმავლობაში ახასიათებს, თუმცა ადამიანები ამაზე ძალიან ნერვიულობენ, არადა ეს ამ დროს ნორმალურია“,- აცხადებს მაია ბუწაშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

10 წელზე მეტია მხარს უჭერენ პარტიას, რომელიც 8 წლის წინ შეიქმნა – მაია ბუწაშვილი

როგორ გავიგოთ, სუნთქვის უკმარისობა გვაქვს თუ ნევროზი? - პულმონოლოგი გვირჩევს

რომელი წამლები უნდა მიიღოთ კოვიდ 19-ის სახლში მკურნალობისას? - დიდი ბრიტანეთის პროტოკოლი

წყარო: rustavi2.ge