Digest Logo

🎥 ზოდიაქოს ნიშნების კარმული წლები და პიროვნების 7-წლიანი განვითარების ეტაპები, ის რაც უნდა იცოდეთ! - ასტროლოგის რჩევები და გაფრთხილება

1737032295
მიხეილ ცაგარელი

ზოდიაქოს ნიშნების კარმული წლები და პიროვნების 7-წლიანი განვითარების ეტაპები - ამ საინტერესო თემის შესახებ ქვეყნის მთავარი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი „პოსტ ალიონის“ ეთერში საუბრობს და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს.

„ადამიანი გადის გარკვეულ წლებს ცხოვრებაში და უახლოვდება კარმულ წლებს, როდესაც იგი სამყაროს და კოსმოსს აბარებს ერთგვარ გამოცდას, თუ როგორ გაიარა წინა პერიოდი. 

ერთადერთი, რასაც სამყარო სიცოცხლის ბოლოს მოგთხოვს ეს იქნება სულის ევოლუციური ზრდა, და არა ის თუ რამდენი სახლი და ფული გქონდათ. 

თუ რომელიმე წელში დადებითი ცვლილებები მოხდა, ოჯახი შექმენით, სახლი იყიდეთ, მანქანა შეიძინეთ, განვითარდით კარიერულად, ამით სამყარო გასაჩუქრებთ და გეუბნებათ, რომ სულის ევოლუციური ზრდა სწორად გაიარეთ.

განგებას აინტერესებს, მიხვდით თუ არა რისთვის ხართ ამ ქვეყნის სტუმარი. იყავით ფრთხილად თორემ ამ ქვეყნიდან წაყვანის და პრობლემების ტენდენცია იქნება მაღალი“, - ამბობს ასტროლოგი. 

რაც შეეხება კარმულ წლებს ესენია 👇 

7-14 წლის შუალედი

16 - 18 წლის შუალედი

26 - 28 წლის შუალედი

36 - 38 წლის შუალედი

46 - 48 წლის შუალედი და ასე შემდგომ ყოველ 10 წელიწადში ერთხელ ყველა ზოდიაქოს ნიშანი გადის კარმულ წლებს, სადაც გამოცდებს ვაბარებთ.

რაც შეეხება საშუალო კარმულ წლებს ესენია 👇

21 წლის ასაკი

29 - 30 წლის ასაკი

41 - 42 წლის ასაკი

45 -  წლის ასაკი

51 - 52 წლის ასაკი

54 წლის ასაკი

63 წლის ასაკი

რაც შეეხება 7 წლიანი განვითარების ეტაპებს

1 - 7 წლამდე ასაკის ეტაპი - აქ ადამიანის ცნობიერებაში არის ვერძის ზოდიაქოს ნიშანი, მას არაფერს უკრძალავენ და არც საყვედურობენ.

7 - 14 წელი - აქ ადამიანის ცნობიერებაში არის კუროს ზოდიაქოს ნიშანი, აი ეს არის პერიოდი როცა ასწავლიან ორგანიზებას, შეუპოვრობას და სიფრთიხლეს, ასევე ნათესაური ურთიერთობის ჩამოყალიბებას.

14 - 22 წლამდე - აქ ადამიანის ცნობიერებაში არის ტყუპების ზოდიაქოს ნიშანი. ეს არის პერიოდი ცნობიერების გაფართოების, სწავლის, კითხვის, მეგობრებისა და ინტერესი საპირისპირო სქესისადმი. 

21 - 29 წლამდე - კირჩხიბის ზონა. ეს არის საუკეთესო დრო ოჯახის შესაქმენლად. 

29 - 36 წლამდე - ლომის ზოდიაქოს ზონა. საუკეთესო დროა იყოს კარგი მშობელი და გახდეს კარგი ხელმძღვანელი. დაიკავოს თანამდებობა და გამოავლინოს საყოველთაო სიყვარული.

36 - 43 წლამდე - ქალწულის ზონა. თუ იქამდე უამრავი ემოცია იყო თქვენ ცხოვრებაში ახლა დროა, დაალაგოთ თქვენი ფიზიკური მდგომარეობა, გეგმები ჩამოწეროთ და გაცხრილო, დაალაგოთ გონება და ყურადღება მიაქციოთ ჯანმრთელობას. ეს არის პერიოდი, როდესაც ხშირია ინფარქტის საფრთხე.

43 - 50 წლამდე - სასწორის ზონა, ეს არის ბალანსის ზონა, ადამიანმა უნდა იპოვოს საკუთარ თავში ბალანსი. მის გონება და ემოცია უნდა დაბალანსდეს. მან უნდა ისწვალოს მშვიდობიანად და დიპლომატიურად მოგვარება, პრობლემების.

50 - 56 წლამდე - მორიელის ზონა, ეს არის პერიოდი, როცა ადამიანმა უნდა გამოვლინოს მებრძოლი სულისკვეთება და ისწავლოს ენაზე კბილის დაჭერა. 

57 - 64 წლამდე - მშვილდოსნის ზონა, საუკეთესო დროა მგზავრობა მოგზაურობისთვის და ცოდნის გადაცემა სხვებისთვის. 

65 - 71 წლამდე - თხის-რქის ზონა. ყველაზე სერიოზული თანამდებობის დაკავება შეგიძლიათ. ამ ასაკში უკვე გაქვთ გაქვთ გამოცდილება და ცოდნა არნახული.

72 - 78 წლამდე - მერწყულის ზონა. აქ ადამიანი უნდა განთავისუფლდეს მარწუხებისგან. ეს არის ახლებურად შეცნობის პერიოდი. 

79 - 86 წლამდე - თევზების ზონა, აქ სამყარო აკეთებს დასკვნას, თუ როგორ გაიარეთ ეს ყველაფერი.

ვიდეო ნახეთ აქ 👇

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 ჰიდროცეფალია, რა უნდა იცოდეთ ამ დაავადების შესახებ და როგორია მისი მკურნალობის გზა? - რჩევები არუნ ხათრისგან

🎥 „არ არის სასურველი ზედმეტი ფინანსური ხარჯები“ - 16 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

⭕ ლევან მაჭავარიანი - სამწუხაროდ, მივეჩვიეთ მძიმე შეფასებებს საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, ჩვენ ვერ გვაპატიეს, რომ წითელ ხაზებს არ ვკვეთთ, ვრჩებით ამ პოზიციაზე და ვატარებთ ფრთხილ პოლიტიკას