დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე თვითიზოლაციაში იმყოფება.
ინფორმაცია სააგენტო „დაიჯესტს“ ცენტრის პრესსამსახურში დაუდასტურეს.
იგი თვითიზოლაციაში დღეიდან რამდენიმე ინფიცირებულთან კონტაქტის გამო გადავიდა.
ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 85 952 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 68 929 და გარდაცვლილია 778 პაციენტი.