ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში მორიგ ვიდეო მიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ საქართველოში მწვანე პასპორტი ჩავარდნილია, და მისი თქმით ქართული კოვიდ პასპორტი არის გასაუქმებელი.
„მწვანე პასპორტი არის ეფექტური, როცა მოსახლეობის 60% მაინც არის ვაქცინირებული. სხვა შემთხვევაში მწვანე პასპორტის შემოტანა არის არაეფექტური. იმის შემთხვევაშიც კი, თუ მოსახლეობის 60% მოინდომებს აცრას, ჩვენ საკმარისი ვაქცინა არც გვაქვს. თვითონ მწვანე პასპორტის იდეა არის კარგი, თუმცა ქართულ მწვანე პასპორტს თავი უნდა დავანებოთ, ეს თავის მოტყუებაა. ქართული კოვიდ პასპორტი არის გასაუქმებელი, მას არ აქვს ის ფუნქცია, რაც უნდა ჰქონოდა“ - ამბობს გიორგი ფხაკაძე.
აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵„1-ლი თებერვლამდე ვინც არ აიცრება დაჯარიმდება 4000$-ით“ - გიორგი ფხაკაძე
🔵გაციება თუ კოვიდი? როგორ ვუმკურნალოთ და განვასხვაოთ - ექიმის რჩევები