გერმანიაში მცხოვრები ექიმი, იაგო ფრანგიშვილი კიდევ ერთხელ წერს იმ შეცდომებზე, რომლებსაც ქართველი ექიმები კოვიდპაციენტების მკურნალობისას უშვებენ.
„კიდევ ერთი ადამიანი, ახალგაზრდად ითვლება 66 წლის ასაკი, ორჯერ ვაქცინირებული გარდაიცვალა. რითი? საქართველოს ჯანდაცვას თუ ვკითხავთ და იმ კლინიკებს, სადაც იყო, გეტყვიან კოვიდით, კორონათიო, არადა გარდაიცვალა იმიტომ, რომ კორონიანთან კონტაქტის მერე დაუდასტურდა კორონა, გაუკეთეს ყველა ანალიზი და უთხრეს, ფილტვში დაზიანებააო, 9 ქულა. ისევ და ისევ ეს იდიოტური, დეგენერატული, იმბეცილური, სულელური
ქულები. არ არსებობს არავითარი ქულები, არსებობს დიაგნოზისკენ მითითება – ანთებითი უფროა, შეშუპებით უფროა, ინტერსტიციული უფროა, ლოკალურ სეგმენტური უფროა…
გადაიყვანეს ,,კოვიდ კლინიკაში”, ჯერ ერთში და მერე – მეორეში. იმობილიზაცია, გადასხმები. როგორც იციან ხოლმე ლიტრობით, რაღაცა წამლები კილოობით, დამძიმდა ბოლოს და ბოლოს, დაუდგინდა ფილტვის შეშუპება, ანუ ასხამ და ასხამ სითხეს და არ აკონტროლებ, რამდენი გამოდის ეს ყველაფერი დაახლოებით 7-8 კვირის მანძილზე. ბოლოს კი, ჰემოდიალიზის მიუხედავად, რომელიც ბოლო დღეებში ჩაუტარეს, ადამიანი გარდაიცვალა.
ამიხსენით ვინმემ, რას უსხამთ ადამიანს, რომელსაც ჭამა-სმა შეუძლია
ან რატომ მიგყავთ იმ კლინიკაში, ან თუ მიგყავთ, სითხის ბალანსი მაინც გააკეთეთ, აწონეთ პაციენტი და გაითვალისწინეთ, რომ ჭარბწონიანი დღეში დაახლოებით 500 გრამს კარგავს, ანუ ეს 500 გრამი იქცევა სითხედ, ის ცილა კუნთში დენატურირდება წოლის გამო და იქცევა სითხედ, და თუ შენ კიდევ უსხი სითხე ლიტრობით და არ შეამოწმე, რამდენი გამოჰყო, მოხდება ფილტვის ქსოვილში ჟანგბადის მიმოცვლის შეზღუდვა და სატურაციის დაქვეითება.
ასეთ ავადმყოფს თუ ცეპაპი ან ინვაზიური მართვის სუნთქვა მიეცი, 10 და 20 მილიბარით თუ ჩატუმბე იქ ჰაერი და ჟანგბადი, ეს სითხე გადავა ქსოვილში და უფრო დაგუბება, დამძიმდება და კატასტროფული გამოსავალი ექნება.
კი დააბრალებ ყველაფერს ექიმი კორონას, მაგრამ შენ თავად ხო იცი, რაც და როგორ იყო? უბრალოდ საკუთარ თავს გაუფრთხილდით მაინც, არ მოგასვენებთ ქვეცნობიერი”, – წერს იაგო ფრანგიშვილი.
აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵გაციება თუ კოვიდი? როგორ ვუმკურნალოთ და განვასხვაოთ - ექიმის რჩევები
🔵კიდევ დაგვეღუპება 10-13 ათასი ადამიანი – ბიძინა კულუმბეგოვის საგანგაშო განცხადება
🔵„მოეშვით კოვიდგადატანილების ორჯერ და სამჯერ აცრას“ - იაგო ფრანგიშვილი საგანგებო მიმართვა
🔵„გადაჭამეთ უკვე ერთმანეთი… ფარსია ეს ყველაფერი და ფარისევლები ხართ ყველა!“ - რას წერს ეკო ფანგანი