საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ორგანიზაციის „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე” პრეზიდენტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ სხვადასხვა ქვეყანაში, აუცრელი მოქალაქეები სოლიდური თანხით დაჯარიმდებიან.
„სამწუხაროდ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და შეგნება ყველგან ერთნაირი არ არის. მაგალითად საქართველოში 80%-მა ვერ შეიგნო და არც აპირებს შეგნებას.
ევროპაშიც ეს დიდი გამოწვევაა, მაგრამ არა ისეთი კატასტროფული.
ავსტრია იყო პირველი ქვეყანა სადაც კოვიდ ვაქცინაცია გახდა სავალდებულო. დიახ, 1 თებერვლამდე ვინც არ აიცრება დაჯარიმდება 4000$.
დღეს საბერძნეთის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ყველა მოქალაქე ვინც არის 60 წლის ზემოთ უნდა აიცრას 2022 წლის 15 იანვრამდე. ვინც არ აიცრება ჯარიმა არის 114$ ყოველ გადაცილებულ თვეზე.
საქართველოში კი:კოვიდპასპორტს მიიღებს ყველა, ვინც გადაიტანა კოვიდი (ლოგიკიდან, მეცნიერებიდან ამოვარდნილი გადაწყვეტილება). წარმოგიდგენიათ, რა ფულის კეთება დაიწყება ყალბ კოვიდდადებით საბუთებზე?!
პენსიონერებს 200 ლარს აძლევენ ვაქცინირებისთვის...
ოჯახის ექიმებს 16 ლარს უხდიან, რომ დაარწმუნონ ადამიანები ვაქცინაციის აუცილებლობაში...
კოვიდვაქცინირებულები აზარტული თამაშებისკენ მიდრეკილებას ზრდიან.
სრული მარაზმი, არაპროფესიონალიზმი და ყოველგვარი სტრატეგიული ხედვის უქონლობა!
იქნებ, ერთხელ მაინც სწორი გზით წავიდეთ?! გადმოვიღოთ თურქეთის, საფრანგეთის, ბრიტანეთის ან ისრაელის მაგალითები!
არაპროფესიონალიზმი კლავს“,- წერს, გიორგი ფხაკაძე.
აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵გაციება თუ კოვიდი? როგორ ვუმკურნალოთ და განვასხვაოთ - ექიმის რჩევები
🔵კიდევ დაგვეღუპება 10-13 ათასი ადამიანი – ბიძინა კულუმბეგოვის საგანგაშო განცხადება
🔵„მოეშვით კოვიდგადატანილების ორჯერ და სამჯერ აცრას“ - იაგო ფრანგიშვილი საგანგებო მიმართვა