გადაცემა „პრაიმ შოუშს“ სტუმარი, ექიმი-რეზიდენტი გიორგი ღოღობერიძე იყო.
მან გადაცემაში პანდემიის პერიოდში სოციალური ქსელით ხალხის დახმარებაზე ისაუბრა, თუმცა გადაცემის ერთ-ერთმა წამყვანმა ნინო ნადირაძემ მას უთხრა, რომ მისი რჩევები შესაძლოა, საზოგადოებისთვის საშიშიც ყოფილიყო.
ნინო ნადირაძის კლინიკაში 24 წლის ბიჭი გარდაიცვალა, კლინიკაში ახლობლები შეიჭრნენ - საქმის დეტალები
„ჯერ არ გაქვთ ექიმის დიპლომი, გქონდათ თქვენ უფლება განაცხადი გაგეკეთებინათ, როგორც ექიმს,“ - უთხრა ნინო ნადირაძემ.
„დაიჯესტი“ ღოღობერიძის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:
„მართლა არ ვიცი, რატომ მიმიწვიეს ამ გადაცემაში, მაგრამ ძალიან საწყენი გახდა, როდესაც მიზეზი გადაცემის მსვლელობისას გავიგე.
„პრაიმშოუს“ გვერდზე იდო ეს ვიდეო, მაგრამ წაშალეს…
ჩემ გარდა, კოვიდ პანდემიის დროს, ყველა იძლეოდა რჩევებს, აბსოლუტურად ყველა, განურჩევლად პროფესიისა, მაგრამ ამის მიუხედავად ჩემი გაშავება არჩიეს…
არადა არც პოლიტიკური ინტერესი მქონია და არც- ფინანსური, მხოლოდ ხალხის დახმარება მინდოდა და მინდა.
რეზიდენტი მალე აღარ ვიქნები, მაგრამ მაინც ძალიან მეამაყება, რომ „რეზიდენტის“ სტატუსით გამოვდიოდი!
მეწყინა ამგვარი დამოკიდებულება“, - წერს გიორგი ღოღობერიძე.