Digest Logo

ნინო ნადირაძის კლინიკაში 24 წლის ბიჭი გარდაიცვალა, კლინიკაში ახლობლები შეიჭრნენ - საქმის დეტალები

1623918247
ნინო ნადირაძე

კლინიკა „ვივამედიში,“ რომლის გენერალური დირექტორი ნინო ნადირაძეა 24 წლის ბიჭი გარდაიცვალა, კლინიკაში კი გარდაცვლილი პაციენტის ნათესავები შეიჭრნენ და დაცვის თანამშრომელი დაჭრეს.

„არ გაქვთ ექიმის დიპლომი... მართლა არ ვიცი, რატომ მიმიწვიეს ამ გადაცემაში, მაგრამ ძალიან საწყენი გახდა, როდესაც...“ - ვინ დაუპირისპირდა გიორგი ღოღობერიძეს

ნინო ნადირაძე მის კლინიკაში მომხდარ დაჭრის ფაქტის შესახებ სოციალურ ქსელში წერდა:

„როგორც ადამიანი, მე გავიგებდი აფექტურ მდგომარეობას, როდესაც ახლობელი გიკვდება, მაგრამ სამწუხაროდ ეს ასე არ იყო, გარდაცვლილი პაციენტი ზუსტად ჩვენ კლინიკაში ბევრჯერ გადავარჩინეთ სიკვდილს, როდესაც თვითდაზიანებებს იყენებდა და, როდესაც ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო საპატიმროდან გათავისუფლდა, თავისუფლებაში ყოფნისასაც ისევ ჩვენს კლინიკას მომართეს, რადგან ბევრჯერ ნახეს ჩვენი ექიმების თავდადება, თუმცა გუშინ მისი გადარჩენა უკვე ვეღარ მოხერხდა, და მათ თავად მოაწერეს ხელი, რომ ჩვენს მიმართ არანაირი პრეტენზია არ ჰქონდათ. დღეს რაც ჩაიდინეს, ეს იყო უკიდურესად ამაზრზენი, გაიმეტო სასიკვდილოდ 24 წლის ბიჭი, რომელმაც ნიღბის გაკეთება მოსთხოვა" - წერს ნინო ნადირაძე.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი პაციენტი ყოფილი პატიმარია, რომელიც აღნიშნულ კლინიკაში ხშირად ხვდებოდა, რადგან საკანში ლითონის საგნებს ყლაპავდა და სხვადასხვა სახის თვითდაზიანებას იყენებდა.

მომხდარის შემდეგ პოლიციამ ცხელ კვალზე ორი პირი დააკავა.

შემთხვევა გასული წლის დეკემბერში მოხდა.