Digest Logo

არ შემიძლია ჩუმად ვუყურო, როგორ იკლავთ თავს და კლავთ სხვას - ვის მიმართავს გიორგი ფხაკაძე

1627456083
გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი გიორგი ფხაკაძე ანტივაქსერებს მიმართავს და ამბობს, რომ მშვიდად ვერ უყურებს, როგორ იკლავენ ეს ადამიანები თავს.

„არაადეკვატური მკვლელები გამოვიდნენ რუსთაველზე ჯვრებაფარებულები. ჯვართან რა საერთო აქვს ვაქცინაციას მაინც ვერ ვხვდები. გაუნათლებელ ადამიანის მანიპულაციაზე მარტივი არაფერია.

მე არ შემიძლია ჩუმად ვიყო და ვუყურო როგორ იკლავთ თავს და კლავთ სხვას, მე ექიმი ვარ და მე უნდა გითხრათ, რა არის კარგი. ევროპის ქვეყნების უმეტესობა უკვე ვაქცინირებულია. რეალობას შეხედეთ. დაიცავით დისტანცია. სამედიცინო პირბადე არ მოიხსნათ“,- ამბობს გიორგი ფხაკაძე.

ცნობისთვის, გუშინ, 27 ივლისს, ანტივაქსერები მთავრობის ადმინისტრაციასთან ჯვრებით, ხატებით, ლოცვებითა და ბერი ნიკოლოზის ფოტოებით შეიკრიბნენ და ვაქცინაციის პროცესი გააპროტესტეს.

ასევე დაგაინტერესებთ:

მე ამ მდგომარეობას დავარქმევდი კატასტროფულს, SOS მდგომარეობას - დევი ტაბიძე

„თქვენ შეუძლებელი შეძელით...“ - რატომ უხდის მადლობას ფხაკაძე ღარიბაშვილს?

2-ჯერ შექმნილ ოჯახი, ნარკოდამოკიდებულება, „ბაბნიკური“ ცხოვრება და შვილები - ილო ბეროშვილის უცნობი ამბები