„მე ამ მდგომარეობას დავარქმევდი კატასტროფულს, SOS მდგომარეობას” – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, დევი ტაბიძე საუბრობს.
მისი განცხადებით, ეს იმ ცუდი პოზიციის სტარტია, რომელსაც ექსპერტები და სპეციალისტები ელოდებიან.
„მე არ ვამბობ იმას, რომ ლოკდაუნია აუცილებელი. ლოკდაუნს ჩვენ ვეღარ გავუძლებთ, უბრალოდ აუცილებელია ის, რომ თავი შეიკავოს ყველამ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებისგან, თუნდაც მიტინგებისგან,“ – აცხადებს დევი ტაბიძე.
საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა დღიური რაოდენობა სწრაფად იზრდება. მზარდია სიკვდილიანობის მაჩვენებელიც.
ასევე დაგაინტერესებთ:
„ცეცხლს ვეთამაშებით, ქორწილში წასვლის მაგივრად უნდა წახვიდეთ და აიცრათ“
„3666 შემთხვევა ... შენ დაუკარ ... ჯარიმები გააუქმე, ქორწილები ამრავლე“ - ზაზა წერეთელი