Digest Logo

„არა ვაქცინირებული მასწავლებლები ფიზიკურად ვერ შევლენ სკოლაში“ - რას წერს ფხაკაძე?

1632469012
ფხაკაძე

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ საქართველომ სხვა ქვეყნებისგან უნდა მიიღოს და დანერგოს საუკეთესო მაგალითი.

„საფრანგეთი - სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლების 100% არის ვაქცინირებული ან ვირუს გადატანილი (3000 ძირითადად ტექნიკური პერსონალი უფასო შვებულებაში გაუშვეს 16 სექტემბრიდან)

ისრაელი - 23 სექტემბრიდან მასწავლებლების 100% არის აცრილი ან ვირუს გადატანილი. არა ვაქცინირებული მასწავლებლები ფიზიკურად ვერ შევლენ სკოლაში.

იქნებ ვისწავლოთ სხვისგან და გადმოვიღოთ საუკეთესო მაგალითები და არა უაზრო მაგალითები.

დავნერგოთ:

ელექტრონული ერთიანი ჯანმრთელობის ბარათი ყველა საქართველოს მოქალაქეს;

უფასო კოვიდ ტესტირება;

ძირითად/საკვანძო სფეროების 100% ფაიზერით (მოდერნაც არაუშავს) ვაქცინაცია;

გაავრცელე სიყვარული და არა ვირუსი“, - წერს ფხაკაძე.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵VIDEO: „რომ დაგემართოთ კოვიდი აუცილებლად მოკვდებითო“ - რა უთხრეს ანრი ჯოხაძის დედას?

🔵„დამირეკა ცუდად ვარ, მიჭირს სუნთქვაო, ნელ-ნელა მძიმდებოდა...“ - კორონავირუსით 26 წლის ბიჭი გარდაიცვალა

🔵3 ცოლი, „საყვარელი“, მეგობარზე გათხოვილი ცოლი - გიორგი მარგველაშვილის პორტრეტი