Digest Logo

3 ცოლი, „საყვარელი“, მეგობარზე გათხოვილი ცოლი - გიორგი მარგველაშვილის პორტრეტი

1618518660
გიორგი მარგველაშვილი

პრეზიდენტობა ერთ-ერთი ყველაზე რთული საქმიანობაა - ის არის ქვეყნის სახე და ყველას მისი ცხოვრება აინტერესებს... არამხოლოდ სარეზიდენტო, არამედ პირადი ისტორიები.

დღეს საქართველოს მე-4 პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის შესახებ გიამბობთ.

ბიოგრაფია

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 1969 წლის 4 სექტემბერს დაიბადა.

უმაღლესი განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო, ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე, სპეციალობით – ფილოსოფოსი.

სწავლობდა, პრაღაში, ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში.

1998 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხიც მოიპოვა.

მშობლები

გიორგი ინჟინერ თეიმურაზ მარგველაშვილისა და ფსიქოლოგ მზეანა გომელაურის ოჯახში დაიბადა.

დაამთავრა თბილისის N1 საჯარო სკოლა. იგი, აგრეთვე, სწავლობდა რუსულ სკოლაში სირიაში, სადაც მისი მშობლები სამსახურეობრივ მივლინებაში იმყოფებოდნენ. შემდეგ იყო სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობის პერიოდი და პრაღაში გამგზავრება.

საქართველოს მე-4 პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტად 2013 წლის 27 ოქტომბერს აირჩიეს. ყოფილი ვიცე-პრემიერი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მტკიცე დემოკრატი და რეფორმატორია.

90-იანებში მუშაობდა მთამსვლელ გიდად სხვადასხვა სამოგზაურო კომპანიაში;

1996-1997 წლებში ასწავლიდა ფილოსოფიასა და კულტუროლოგიას თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში.

1995-დან 2000 წლის ჩათვლით, იყო ადგილობრივი მთავრობის ექსპერტი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI-ის) თბილისის ოფისში.

2000 წლიდან 2012-ს ჩათვლით მუშაობდა საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA);

2000-2006 და 2010-2012 წლებში იყო რექტორი, ხოლო 2006-2010 წლებში – კვლევითი დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

2012 წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩვენებში მონაწილეობას იღებდა კოალიცია „ქართული ოცნების“ პარტიული სიით, მაგრამ პარლამენტარობის ნაცვლად, განათლების მინისტრის პორტფელი ჩააბარეს.

2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კი კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატად დაასახელეს. შესაბამისად, 2013 წლის ოქტომბრიდან საქართველოს რიგით მეოთხე პრეზიდენტი გახდა.

ექსპრეზიდენტის პირველი ქორწინება

მარგველაშვილის პირველი ცოლი ტასო, ანასტასია, ვირსალაძე იყო.

როგორც ცნობილია, მათ ოჯახი პატარა ასაკში შექმნეს და უკვე 15 წლის ტასოს პირველი ქალიშვილი შეეძინა.

ამ დროს გიორგი 23 წლის იყო.

სამწუხაროდ წყვილის ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელდა და ერთმანეთს დაშორდნენ.

შესაბამისად, მარგველაშვილს პირველი ქორწინებიდან ერთი ქალიშვილი ანა მარგველაშვილი ჰყავს.

ტასომ, როგორც ამბობენ, ცხოვრების მეგზურად მალევე იპოვა გიორგის შემცვლელი. ეს გიორგის უახლოესი მეგობარი იყო...

მეორე ქორწინება

პირველი ოჯახის დანგრევის შემდეგ, გიორგი მარგველაშვილმა მეორედ იქორწინა. მისი მეუღლე ხათუნა აბაშიძე გახლდათ.

აბაშიძის მეუღლე ცნობილი ფეხბურთელი, დათო ყიფიანი იყო. სწორედ ყიფიანის გარდაცვალების შემდეგ დაქორწინდა წყვილი, თანაც ძალიან მოკლე დროში.

ხათუნას და გიორგის ოჯახურმა თანაცხოვრებამ 9 წელი გასტანა და შემდეგ დაშორდნენ.

შემდეგ ხათუნა ლევან ყიფიანზე დაქორწინდა, გიორგი მარგველაშვილი - მაკა ჩიჩუაზე.

მესამე ქორწინება

მარგველაშვილისა და ჩიჩუას რომანი საპრეზიდენტო კამპანიის პარალელურად მიმდინარეობდა. მათ ურთიერთობას ოფიციალური სახე არ ჰქონია, რითაც ოპონენტები კარგად სარგებლობდნენ. ნუთუ, პირველი ლედის საქართველო არ იმსახურებს?! - ისმოდა ცინიკური შეკითხვები.

საბოლოოდ, წყვილმა იქორწინა.

კრიმინალი ცოლისძმა

მაკა ჩიჩუას ძმა სამჯერაა ნასამართლევი. მათ შორის დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის. ბოლო განაჩენის მიხედვით, მან და მისმა მეგობარმა, 2010 წლის 31 აგვისტოს, ახალგაზრდა მამაკაცი, მკვლელობის მიზნით, დანებით დაჩეხეს.

მანამდე კი, თბილისიის საქალაქო სასამართლოდან ოფიციალურად გამოთხოვილი 2010 წლის 27 თებერვლით გამოტანილი განაჩენის მიხედვით ირკვევა, რომ მიხეილ მგალობლიშვილი, დაბადებული 1979 წელს, ქალაქ თბილისში, ნარკოტიკების მოხმარებისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით გასამართლებული იყო ჯერ კიდევ 2008 წლის 25 მარტს (სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე და სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით).

სასამართლოს ოფიციალური განაჩენიდან ვიგებთ, რომ აღნიშნულ დანაშაულზე 2008 წელს მგალობლიშვილს სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით თავისუფალების აღკვეთა ჰქონდა განსაზღვრული.

თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ვკითხულობთ, რომ სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე დაკისრებული სასჯელიდან, მიხეილ მგალობლიშვილს 2 წლით პატიმრობა და 2 წლით პირობითი მსჯავრი მიუსაჯეს.

გარდა ამისა, ბრალდებულს დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმაც - 3 ათასი ლარის ოდენობით.

დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 2008 წლის 21 ნოემბერს, მიხეილ მგალობლიშვილს ამნისტია შეეხო და ბრალდებულს საბოლოოდ, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა ცხრა თვით.

აღსანიშნავია, რომ მგალობლიშვილი სასჯელს ქსნის N 7-ე საერთო, მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში იხდიდა. მსჯავრდებულმა დაწესებულება 2009 წლის 29 ოქტომბერს დატოვა.

განაჩენის მიხედვით, ციხიდან გამოსულმა მგალობლიშვილმა, რომელიც იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ, მალევე ჩაიდინა ანალოგიური დანაშაული.

კერძოდ: 2009 წლის 12 დეკემბერს, პრეზიდენტ მარგველაშვილის მეგობარი ქალის ძმა დიღმის მასივში დააკავეს. ნარკოლოგიური შემოწმებისას მიხეილ მგალობლიშვილს დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალებების (ოპიუმის ჯგუფის, მეტანფეტამინის და ამფეტამინის) მოხმარების ფაქტი.

საყვარელი?

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გიორგი მარგელაშვილის ახალი გატაცება პრეზიდენტის ადმინისტრაციის პიარ-სამსახურის თანამშრომელი, ქრისტინე გარუჩავა იყო.

როგორც გაირკვა, მარგველაშვილი ქრისტინე გარუჩავას ჯერ კიდევ უნივერსიტეტ „ჯიპადან“ იცნობდა. ქრისტინე „ჯიპაში“ რიგით თანამშრომლად მუშაობდა, თუმცა, როგორც ამბობენ, თავს არ ზოგავდა კარიერის შესაქმნელად.

2012 წელს, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ქრისტინე სწორედ გიორგი მარგველაშვილის რეკომენდაციით მოხვდა „მე-9 არხზე“. ხოლო მას შემდეგ, რაც მარგველაშვილი პრეზიდენტად აირჩიეს, გოგონა პიარში გადაიყვანა.


შვილები

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს სხვადასხვა ქორწინებიდან სამი შვილი ჰყავს - 25 წლის ანა მარგველაშვილი (ანასტასია ვირსალაძესთან ქორწინებიდან) თემო და თომა - მაკა ჩიჩუასთან ქორწინებიდან. პრეზიდენტის მეუღლეს მაკა ჩიჩუას პირველი ქორწინებიდან ასევე ჰყავს ქალიშვილი - მაშო ჩიჩუა.


აგრეთვე წაიკითხე:

რომანი ცოლიან კაცთან, 18 წლით უფროსი ქმარი და ერთადერთი შვილი - ამბავი მარინა კახიანზე

გოგო, რომელმაც დედის ცხედარი დაანაწევრა, ბიოლოგიურ დედას ეძებს - წერილი საპყრობილიდან

ეროსი მანჯგალიძისა და ლენა ყიფშიძის ხანმოკლე ბედნიერება - კულუარული ამბავი