Digest Logo

„არავითარი გავლენა მამაკაცის რეპროდუქტიულ ცვლაზე ან ქალის შვილოსნობის უნარზე არ გააჩნია" - ბიძინა კულუმბეგოვი

1627392310
ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგის ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, ვაქცინაციას შვილოსნობის უნარზე არანაირი გავლენა არ აქვს. მისი თქმით, თუნდაც pfizer-თან მიმართებაში ჩატარებულია უამრავი კვლევა და მეცნიერულად მსგავსი მოსაზრება, რომ მას შვილოსნობის უნარზე რაიმე გავლენა აქვს, არ დადასტურებულა.  

„ყველა კვლევა, რომელიც ჩატარებულია, იგივე pfizer-თან მიმართებაში, ისრაელში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, სინგაპურის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევა, ყველა ეს მონაცემები აჩვენებს, რომ არავითარი გავლენა მამაკაცის რეპროდუქტიულ ცვლაზე ან ქალბატონის შვილოსნობის უნარზე არ გააჩნია აბსოლუტურად ამ ვაქცინებს და მსგავსი რამ სტატისტიკურად და მეცნიერულად არ დასტურდება და მითებს და არასწორ ინფორმაციას ნუ ჩაეჭიდებიან. ჩვენ თუ გვეყოლება მოსახლეობის განსაკუთრებით მოწყვლადი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი აცრილი და ამას მივაღწევთ და ეს უნდა გავაკეთოთ აუცილებლად, სხვანაირად არ გამოვა მართვა, შეიძლება იყოს დადებითი შემთხვევები, მაგრამ ჩვენ არ გვექნება მაღალი ჰოსპიტალიზაცია და არ გვექნება სიკვდილიანობის ეს ციფრები. თითქოს მივეჩვიეთ, 20 ადამიანი მოკვდა, 26 მოკვდა და მარტო ციფრების სახით ვუყურებთ და იმის უკან რა დგას და რამხელა ტკივილი დგას, ჩვენ ამას ვერ ვაცნობიერებთ და ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ყველას გვესმოდეს. საქართველო 1 მილიონ მოსახლეზე სიკვდილიანობის მაჩვენებლით დღეის მონაცემით მსოფლიოში გახლავთ 12-ე ადგილზე. ეს არის ტრაგედია“, - აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.

👇ასევე დაგაინტერესებთ:

„თელაველი ბიჭია, დიდი ხანია მეც მთხოვს იგივეს" - ვის შესახებ წერს ბიძინა კულუმბეგოვი

„ტრაგედია უგმიროდ... გაგვაგებინეთ, ვინ დაკარგა დედა, მამა, მეუღლე, ძმა, და..." - ბიძინა კულუმბეგოვი

„2021 წლის თებერვლამდე ვინც გადაიტანა კოვიდი მათ განსაკუთრებით ვთხოვ“- კულუმბეგოვის საგანგებო გაფრთხილება